logo_geo
eng_logo
ნინო ახობაძე: კიდევ ერთი ანწუხელიძე გადატყდება ხერხემალში... და კიდევ ერთი სააკაშვილი იტინგიცებს „სკაიპიდან“...
- +

8 აგვისტო. 2019. 15:13

 

„11 წელი გასულა და ერთადერთი აზრი მიტრიალებს თავში... ვერასოდეს, ვერანაირად ვერც ერთხელ, ჩვენ ომს რუსეთს ვერ მოვუგებთ. რატომ და იმიტომ.  შევაკვდებით, დავიხოცებით, საჯიშე ბიჭებს დავკარგავთ, მაგრამ ვერ მოვუგებთ“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, სამხედრო ექიმი, ომის ვეტერანი ნინო ახობაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რამდენი აქცია, ფლეშ-მობი, პერფორმანსი და მამაძაღლობაც არ უნდა დავდგათ, რამდენი მავთულხლართიანი ფოტოც არ უნდა დავიდოთ პროფილზე, რამდენი „რუსეთი ოკუპანტია“ ტანსაცმელი არ უნდა ჩავიცვათ, ეს მხოლოდ გულის ფხანაა... ყველას ვკიდივართ.  ყველა თვალებში შესციცინებს რუსეთს საბოლოოდ.

 

კიდევ ერთი ანწუხელიძე გადატყდება ხერხემალში, კიდევ ერთი გოგა აბრამიშვილი მოკვდება ჰოსპიტლის ეზოში და კიდევ ერთი გვარამია იქნება ყურადღების ცენტრში კიდევ ერთი 11 წელი...

 

კიდევ ერთი ქაცარავა ირბენს „რეიბანებში“ და კიდევ ერთი სააკაშვილი იტინგიცებს „სკაიპიდან“.

 

საკითხავი კი ის არის - კიდევ ერთი პატრიარქი, კიდევ გვეყოლება ისეთი - რომელიც უპატრონოდ დაყრილი ბიჭების ცხედრების გადმოყვანაზე იზრუნებს?

 

გაგვთიშეს, ერთმანეთს დაგვრიეს, ისტებად დაგვყვეს ეს ისედაც ერთიბეწო ერი. და რუს ტურისტთან, მომღერალთან და სპორტსმენთან ჯინაობით ვხარობთ დღეს.

 

ლექსები მეც ვიცი სამშობლოზე. რამე რომ იყოს, მჯიღსაც ჩავირტყამ გულში, მაგრამ რეალობა ესაა.

 

ვიღაცა დაიყვირებს „პუტინ ხუილო“ და სულ სხვა ვიღაცა მოკვდება. ომი პოლიტიკის ნაწილია. ერთმანეთი აღარ გვიყვარს, რომელ რუსეთს ვუგებთ ომს?“ - წერს ნინო ახობაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner