logo_geo
eng_logo
ირაკლი კაკაბაძე: ბატონი უდესიანის იარაღის უკანონო გადაყიდვებთან დაკავშირებით ჩემ მიერ გამოქვეყნებულ პოსტებს მოჰყვა მუქარები
- +

27 აგვისტო. 2019. 11:31

 

 

მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

 

„ბატონი უდესიანის იარაღის უკანონო გადაყიდვებთან დაკავშირებით ჩემს მიერ გამოქვეყნებულ პოსტებს მოჰყვა მუქარები - როგორც საჯაროდ, ასევე პირად ინბოქსში. აქვე გთავაზობთ ამ მუქარებს ფოტო-ასლებს. მე რომ რუსეთის იმპერიალიზმს ვუპირისპირდებოდი, ეს ვაჟბატონები ჯერ კიდევ ალბათ აკვანში იყვნენ. მაგრამ, ეს კიდევ უმნიშვნელოა. რატომ იცავენ იარაღით უკანონო ვაჭრობას ასე კბილებით ეს ადამიანები - ეს სრულებით გაუგებარია. თუკი ჩემი მონათხრობი ცილისწამებას მოიცავს - მე მზად ვარ ამაზე სასამართლოში ვაგო პასუხი - და თითოეულ სიტყვაზე პასუხს ვაგებ მთლიანად. ნამდვილად ვიცი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უნდა შემოსულიყო ტერორისტული იარაღის გამოყენების ინსტრუქციები, რომლებიც საბედნიეროდ ჩვენმა პარტნიორებმა და მეგობრებმა სხვა ქვეყნებში არ დაუშვეს. ეს ინფორმაცია საჯარო გავხადე და პირდაპირაც დავასახელე ის ადამიანები, ვინც ჩაბმული იყო ჩემს და ჩემი მეგობრების მოტყუებაში. დავწერე სიმართლე, რომელიც გარკვეულწილად ჩვენებაც არის. და ამ ჩვენებას აქვს მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის. იმისათვის რომ არც ერთი უდანაშაულო ბავშვი არ შეეწიროს რომელიმე ავანტიურისტი პოლიტიკოსის ან ბიზნესმენის მანკიერ ინტერესებს. ისიც გარკვეულია რომ ბატონი უდესიანი ხელმძღვანელობს ამ ხაზს პარიზიდან, რადგან ის ახდენდა ამ ქმედებების კოორდინირებას და მისი წარმომადგენელი მუდმივად მას უკავშირდებოდა. ისიც გარკვეულია რომ ფულის დიდი რაოდენობას - 40 მილიონ ამერიკულ დოლარს მთავაზობდნენ ჩვენს მეგობრებს ამ სქემის სისრულეში მოყვანაში - რაზეც უარი მიიღეს. ახლა კი ეს მუქარები მოდის. რას ნიშნავს ეს? რატომ რჩება ყურადღების მიღმა ასეთი საჯარო მუქარები? მე მზად ვარ ვუპასუხო ყველა კითხვას და ბოლომდე პირნათელი ვიყო ჩემს ქვეყანასთან.

 

ნაცების ტროლების არ მეშინია და მათს მუქარებს დიდი ხანია შეჩვეული ვარ. მაგრამ ეს საქმე ქვეყნისათვის არის საშიში. და ეს არის მთელი უბედურება.

 

არა ძალადობას! არა ძალადობას საქართველოში! არა ძალადობას მთელს მსოფლიოში! გამოცხადდეს საქართველო არაძალადობრივ ქვეყნად!“, - წერს კაკაბაძე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner