logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: კოტე ბატონს მიშას თეთრი რაში დაუნახავს...
- +

6 ივნისი. 2016. 02:18


„დილა მშვიდობისა...

კარგი ამბებით დავიწყებ..."- ასე აფასებს ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი კოტე გაბაშვილის განცხადებას „რუსთავი 2"-თან დაკავშრებით:

 

„კოტე ბატონს მიშას თეთრი რაში დაუნახავს წუხელ - ციდან მოფრინავდა თურმე. რუსთაველის მეტროსთან მოუნეხვია და გამქრალა. ნეხვზე შავით თეთრზე ეწერა - ჰა და ჰაოოოოო...

.. საწყალი..."



ყოფილმა პარლამენტარმა, კოტე გაბაშვილმა "აიპრესთან" განაცხადა, რომ ხელისუფლებას ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით დაწერილი სცენარი აქვს.


"ყველაფდერს აკეთებენ ისე, რომ რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს ეს ეტაპი, როგორც არის სცენარი გაწერილი, რაც იმას გულისხმობს, რომ უზენაესმა სასამართლომ არ მიიღოს ეს საქმე წარმოებაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში და მერე გადავიდეს სხვა საფეხურზე. იქამდე თუ მოახერხებენ და დაამარცხებენ საკონსტიტუციო სასამართლოს კარგი, თუ არადა და რაღაც აღსრულებას შეაჩერებენ 6 ოქტომბრამდე და ან თვითონ აღესრულებიან ან ჩვენ აღგვასრულებენ",- განაცხადა გაბაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×