logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი მამუკა ხაზარაძეზე: ძალიან უხერხულია, პოლიტიკოსობა გსურდეს და გვარამიას ფეიკპროპაგანდის რუპორად ყოფნაზე აწერდე ხელს
- +

16 ოქტომბერი. 2019. 18:17

 

პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში „მთავარი არხის“ ეთერში მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება.

 

„პასუხისმგებლობა საქმის კეთებას ნიშნავს, გადაბრალება კი ნაკისრი ვალდებულების თავიდან აცილებას. როცა საქმის კეთების არც უნარი გაქვს და არც სურვილი, მაშინ ასე ცდილობ საკუთარი უმოქმედობის გამართლებას - ან ჭორაობ, ან ცილს სწამებ, ან კადრულობ ორივეს ერთად.

 

ჯერჯერობით, რითაც პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, ხაზარაძემ „საკრალური თორმეტეულების“ გარდა დაგვამახსოვრა თავი, არის მთავარი „ნაცპარტიული“ ტელევიზიის რესპონდენტობა, რომელიც ხშირად ისე ზის წამყვანებთან, როგორც ქვეშევრდომი ხელმძღვანელობასთან. „საშინაო დავალების“ თანახმად, ცდილობს, ყველაფერი დააბრალოს ბიძინა ივანიშვილს და ამ დავალებასაც ვერ ასრულებს ხეირიანად. „წამყვანი-ხელმძღვანელები“ კი, რაც უფრო მეტს იკადრებს, აქებენ, ხოლო თუ არ მოეწონათ მისი პასუხები, მაშინ ტუქსავენ და უბრაზდებიან.

 

არ მესმის, რად უნდა უღირდეს ადამიანს ასეთ მდგომარეობაში თავის ჩაყენება. ძალიან უხერხულია, პოლიტიკოსობა გსურდეს და ამ დროს, გვარამიას პარტნიორობას ვინ ჩივის, მისი ფეიკპროპაგანდის რუპორად ყოფნაზე აწერდე ხელს“,  - წერს რატი იონათამიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner