logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: მიშა და მიშას თანამზრახველებო, თქვენ იცით რა არის სამშობლო?!
- +

16 მარტი. 2020. 01:07

 

 

აქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია  სოციალუირ ქსელში წერს:

 

 

„მიშა და მიშას თანამზრახველებო, თქვენ იცით რა არის სამშობლო?!

 

 

2008 წელის 8 აგვისტოს, როდესაც ომი, პანიკა, შიში, ერთად დაგვატყდა თავს, საქართველოს საზოგადოება, მაშინაც, გაერთიანდა!

 

 

მიშა, შენ, ალბათ, ეს არ გახსოვს. ან რატომ უნდა გახსოვდეს?! შენ ხომ საკუთარი ტყავის გადასარჩენად "იღვწოდი".

 

 

დიახ, შენმა დაუძინებელმა მტრებმა, მოწინააღმდეგეებმა, გაბრაზებულებმა და შენგან ჩარეცხილებმა დაიწყეს ერის ერთიანობის, ერის სოლიდარობის აქცია- ცოცხალი ჯაჭვი მთელ საქართველოში. ლალი მაროშკინამ და მარინა სალუქვაძემ რუსეთის საელჩოსთან "დაგვიძახა" და მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად ვიცოდით, რა ომიც იყო, რა დამნაშავეც იყავი, როგორ ცახცახებდი და ღრღნიდი ჰალსტუხს, როგორ ცდილობდი "მეგობარი პრეზიდენტების" ლეღვის ფოთოლივით აფარებას, მთელი ქალაქი გამოვიდა ქუჩაში. ჰო, მაინც გავერთიანდით! ისევ, ჩვენი ბიჭების, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს დასაცავად გავერთიანდით. ეს იყო სამოქალაქო პროტესტი და პატრიოტული ერთობის განცდა!

 

 

შენ, ჩემო მიშა, არც ეს ერთიანობა გახარებდა, არც ის გადარდებდა, მხცოვანი პატრიარქის იმედად დაყრილი, დახოცილი ჩვენი შვილები! არც დაკარგული სოფლები და ტყვიის გასროლის გარეშე ჩაბარებული კოდორის ხეობა. შენ მარტო საკუთარი, ჩასვრილი უკანალი გედარდებოდა.

 

 

ჰო, თემას გადავუხვიე .. მოგონებებში წავედი... იმისი თქმა მინდოდა, რომ ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გაერთიანდა!

 

 

შენ ამ ერთიანობისაც შეგეშინდა!

 

 

შენთვის, გაერთიანებული, მობილიზებული, შეკრული საზოგადოება საშიში ბრბო და უკონტროლო მასაა.

 

 

ახლა, დასხედით ტელევიზორთან და უყურეთ, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფო!

 

 

სახელმწიფო, რომელსაც საკუთარი ხალხის არ ეშინია. ხელისუფლება, რომელიც უსმენს და ზრუნავს თავის მოქალაქეებზე.

 

 

აი, ნახეთ, ესაა სახელმწიფო, რომელიც ხალხისთვის და ხელისუფალისთვის სამშობლოა!

 

 

სამშობლო!!!

 

 

დიახ, ერთად დასხედით და უცქირეთ! თქვენ მიშას ვერ მოცილდებით, თქვენ ერთნი ხართ, ასე იყავით და ასე დარჩებით, როგორც არ უნდა სცადოთ გაყოფა, ვინაიდან თქვენ გაერთიანებთ სამშობლოს სიძულვილი.

 

 

მიშა და მიშას თანამზრახველებო, საერთოდ, თუ იცით რა არის სამშობლო?“ - წერს ეკა ხოფერია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner