logo_geo
eng_logo
სოსო ალავიძე: დაგასაქმებთ, ხელფასს 350 - 400 ლარს ხელზე მოგართმევთ, სამსახურში მანქანით მოგაბრძანებთ და სახლში მანქანით მიგაბრძანებთ
- +

2 აპრილი. 2020. 01:46

 

 

თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილი  უფროსი, გენერალი სოსო ალავიძე, სოციალურ ქსელში წერს:

 

 

დღეს ერთი "შენიღბული" ქალბატონის პოსტი წავიკითხე, წუხდა, შიმშილით მომიკვდება შვილიო. ღმერთმა ყველას თავისი კალთა გადააფაროს და ეს კრიზისიც გადაატანინოს! 

 

 

მე უბრალოდ ვერ გავიგე ვის და რას საყვედურობს ეს ადამიანი და მის მსგავსად სხვა კიდევ ალბათ ბევრი?! სამუშაო დაკარგა თუ სახლიდან ვერ გამოდის, იქნებ საკვების მიმწოდებელი არავინ ყავს?!

 

 

იქნებ პოლიტიკური დავალებაა?!

 

 

მძიმე ფსიქოლოგიური კლიმატის კიდევ უფრო დამძიმებისთვის ხომ არ აკეთებენ "შენიღბულები" ასეთ განცხადებას?

 

 

სამსახური გინდათ, დროებით ან მუდმივად, მე დაგასაქმებთ, ხელფასს 350 - 400 ლარს ხელზე მოგართმევთ, სამსახურში მანქანით მოგაბრძანებთ და სახლში მანქანით მიგაბრძანებთ, ოღონდ ასეთ მდგომარეობაში არ იყოთ და შვილები "შიმშილით არ... ". ღმერთმა დაგიფაროთ და გაგაძლიეროთ.

 

 

გთხოვთ, ისედაც მძიმე განსაცდელს, რომელიც დღეს კაცობრიობას მოევლინა, თქვენი ასეთი ემოციურ დაძაბვასა და ფსიქოლოგიურ სტრესზე გათვლილი განცხადებებით ნუღარ გადატვირთავთ!- წერს სოსო ალავიძე

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner