logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მეტრეველი: ყველას გვახსოვს, „ვარდების რევოლუციამ“ რაც მოუტანა საქართველოს - მიხეილ სააკაშვილის სისხლიანი 9 წელი
- +

14 მაისი. 2020. 16:42

 

 

„პრეისტორიული პოლიტიკოსების“ ყველა მსგავსი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დესტრუქციული ოპოზიცია ემზადება ძალადობრივი მოქმედებებით ხელისუფლებაში მოსვლისთვის“, - ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს და მურმან დუმბაძეს ეხმიანება, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლას ნებისმიერი გზით აპირებენ.

 

მეტრეველის თქმით, მათ ძალადობრივ რევანშს ხალხი და ხელისუფლება არ დაუშვებს.

 

„მურმან დუმბაძეც, ისევე როგორც გუბაზ სანიკიძე, ღიად საუბრობს რევოლუციაზე.

 

„პრეისტორიული პოლიტიკოსების“ ყველა მსგავსი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დესტრუქციული ოპოზიცია ემზადება ძალადობრივი მოქმედებებით ხელისუფლებაში მოსვლისთვის, რადგან კორონავირუსის წინააღმდეგ მთავრობის ეფექტიანმა მუშაობამ რადიკალურ ჯგუფებს სამართლიან არჩევნებში გამარჯვების უკანასკნელი იმედიც მოუკლა. გავმეორდები - ყველას კარგად გვახსოვს, ე.წ. ვარდების რევოლუციამ რაც მოუტანა საქართველოს - მიხეილ სააკაშვილის სისხლიანი 9 წელი. ამჯერად მათ ძალადობრივ რევანშს ხალხი და ხელისუფლება არ დაუშვებს“, - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner