logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: ოქრუაშვილმა სრულად აღიარა ის დანაშაული, რისთვისაც იყო გასამართლებული
- +

21 მაისი. 2020. 00:01

 

 

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში წერს:

 

 

„თავის პირით აღიარა.

 

 

შეწყალებიდან მესამე დღეს ოქრუაშვილმა სრულად აღიარა ის დანაშაული, რისთვისაც იყო გასამართლებული.

 

 

დიახ, ოქრუაშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა: 20 ივნისს ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ხელისუფლებას გაესროლაო.

 

 

ანუ ყველანაირ პროვოკაციაზე წავედით, რათა სახელმწიფოსათვის სხვა გზა არ დაგვეტოვებინა, გარდა იმისა, რომ მიტინგის დასაშლელად ძალა გამოეყენებინაო.

 

 

ზუსტად ამის გამო იყო იგი მსჯავრდებული, სხვა არაფრისთვის.

 

 

საინტერესოა, ამ აღიარების შემდეგაც პოლიტპატიმრად თვლიან ოქრუაშვილს ჩვენი ზედამხედველები?“ - წერს ჯაბა ხუბუა

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner