logo_geo
eng_logo
ოთო დანელია: გემუდარებით, ღმერთი შეუშვით საკლასო ოთახებში...
- +

12 ივლისი. 2020. 14:01

 

 

 

 

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ოთო დანელია სრულიად საქართველოს წინაშე გამოდის თხოვნით ღმერთი შევუშვათ საკლასო ოთახებში. ოთო დანელია 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

 

“ეს დღეებია აკაკი წერეთლის “გამზრდელი” მოსვენებას არ მაძლევს.

 

მასწავლებლობა ტვირთია.

 

სასჯელიც არის, როცა შენი გაზრდილი ის არ არის, ვინც უნდა იყოს.

 

ღმერთო, როგორ უნდა გაუძლოს გულმა, როცა შენი საკლასო ოთახიდან აფრენილმა მერცხალმა სახე იცვალა და ორბი გახდა.

 

კაცი მოკლა.

მდინარეში გადააგდო.

მშვიდად დაბრუნდა.

დაიძინა.

გაიღვიძა და…

 

მასწავლებელმა როგორღა დაიძინოს?!

რა ქნას?

ძნელია მასწავლებლობა.

შენი მოსწავლეების ცოდვები უნდა აიკიდო და გოლგოთას გზას დაადგე…

“გამზრდელი” სიბრძნეა და ჩვენ ვასწავლით ამ სიბრძნეს… უბრალოდ, ეშმაკიც იქვეა, საცთურით ხელში და…

 

 

სულ ვამბობ, გემუდარებით, ღმერთი შეუშვით საკლასო ოთახებში და მერე შედით თქვენ…

 

იქ, სადაც უფალია, მკვლელები არ იზრდებიან…

 

კაცად გაზრდაა მთავარი!

 

რაღაც უნდა შეიცვალოს, ვიღაცამ ფრთები დააჭრა მასწავლებელს და ზუსტად ესაა უბედურების სათავე!

 

მასწავლებლები მიხვდებიან, რასაც ვგულისხმობ!

 

ხო, მართლა, ბავშვებს მხოლოდ უფლებები არა, ვალდებულებებიც დავაზეპირებინოთ!

 

გიორგი, გვაპატიე!” - წერს ოთო დანელია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner