logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: შემზარავი საღამო იყო, იმ დღეს უამრავი მაყურებელი ელოდა გიორგის გადაცემას...
- +

26 ივლისი. 2020. 22:40

 

 

დამოუკიდებელი ჟურნალისტი ირაკლი შონია ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობას იხსენებს და მისი არქივიდან ფოტოს გვიზიარებს, რომელიც ჟურნალისტის დაკრძალვის დღეს გადაიღო.

 

საინფორმაციო საშუალებები თუ ცალკეული ჟურნალისტები იუწყებიან, რომ დღეს გიორგი სანაიას გარდაცვალების დღეა! არა, ბატონებო მკვლელობის!!! ნუთუ გარდაცვალებას და მკვლელობას ვეღარ ანსხვავებთ ერთმანეთისგან? მაშ ობიექტურად როგორ შეაფასებთ ყოველდღიურ მოვლენებს? ეს იყო შემზარავი მკვლელობა ჟურნალისტის, ახალგაზრდა კაცის და იმის დასტური რომ როგორ შეიძლება ვიღაც ცივსისხლიანმა ჯალათმა, სადღაც კულუარებში დაგეგმოს ადამიანის ლიკვიდაცია, არანაირად არ იფიქროს მის ასაკოვან მშობლებზე, დაქვრივებულ მეუღლეზე, დაობლებულ ბავშვზე, დაიქირავოს ქილერი და მანაც ყოველგვარი სიბრალულის გარეშე თითი გამოჰკრას იარაღს...

 

შემზარავი საღამო იყო, იმ დღეს უამრავი მაყურებელი ელოდა გიორგის გადაცემას... და აი თავიდან ჩამქრალი ეკრანი, (ვერავინ რომ იფიქრება, ტელევიზიის ტექნიკური გაუმართავობა იფიქრა უმეტესობამ) ცოტა ხანში კი ჟურნალისტის გადიდებული ფოტო, რომ ის დაიღუპა... გადის მცირე დრო და ვიგებთ რომ ეს არის მკვლელობა. მთელი თბილისი მიაწყდა გიორგის სახლს... მაშინდელი შევარდნაძის სისხლიანი ჩინოვნიკებიც სახლთან იყვნენ  მჭმუნვარე შემზარავი სახეებით... კიდევ უფრო ამაზრზენია ჭორების ნიაღვარი ჟურნალისტის სახელის შესაბღალად, რომელიც ცხადია შეგნებული მიზნისკენ იყო მიმართული,დაქირავებული ჯაშუშების მხრიდან!!! ქართველი ერი უბედურების ჟამს ყველაზე კონსოლიდირებული ხდება და ასე იყო იმ დღეებში... (პირადად მე ძალიან გვიან ვბრუნდებოდი სახლში აქციებიდან ან გარეთ ვრჩებოდი)... უამრავი ფოტო  გადავიღე, რომელიც უკვე ისტორიაა, როგორც ეს ფოტო: ზღვა ხალხი სიონთან გიორგის დაკრძალვის დღეს.... მას მერე არა ერთ გზის ავსულვარ მის საფლავზეც... ყველაზე დიდი გულის ტკივილია სამართლიანობის დეფიციტის განცდა, რომ დღემდე მაინც ვერავინ გაიგო რა მოხდა, ვინ მოკლა გიორგი და რატომ მოკლეს?!!! გამოძიება არადამაჯერებლად ჟღერდა და როგორც ხდება დროის გაწელვა და ყველაფრის ჩაფარცხვა...

წლები გავიდა და ტრანსპორტით მგზავრობისას თუ ფეხით გადაადგილების დროს, ყოველთვის თვალს შევავლებ ხოლმე გიორგის ტრაგიკულ სახლს, სადაც ეს შემზარავი მკვლელობა მოხდა... მკვეთრი ყვითელი, მზისფერი ფარდები დროის ხანგრძლივობისგან გაიცრიცა და კიდევ უფრო საცნაურია ჩემთვის ის დიდი მწუხარება რაც გიორგი სანაიამ დამიტოვა მეც და უამრავ ადამიანს...- წერს ირაკლი შონია.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner