logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: კაცი განცდებშია და სტატისტიკასა და ტენდენციებზე ელაპარაკებიან
- +

4 აგვისტო. 2020. 12:38

 

 

ექსპერტი ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტს ეხმაურება და წერს:

 

„5 წუთი ვუსმინე გოგი თოფაძის ჩართვას. კაცი განცდებშია, გადარჩება თუ არა შვილიშვილი და სტატისტიკასა და ტენდენციებზე ელაპარაკებიან, გამოძიებით თუ ხართ კმაყოფილიო.

 

ორი დღის საქმეა, გამოძიებამ დაადგინა დანაშაულის ჩამდენი და ა.შ. რა დროს ეს კითხვებია, მაგრამ გეჩქარებათ, ვერ ითმენთ...

 

გააგიჟეს კაცი.

 

მერე გწყინთ, უარყოფითად რომ აღვიქვამთ.

 

კიდევ რბილად ვწერ.

 

მობილურით ჩავრთე, დაწყებული იყო. ვიფიქრე, გადავახვევ, მოვისმენ, რა მოხდა, მაგრამ 5-10 წუთი მივყევი, უკან გადახვევა კი არა, ლამის ტელეფონი მოვისროლე.

 

არანაირი თანაგრძნობა, ცივი თვალები, ცივი ხმა, გამიზნული კითხვები...

 

არასდროს ვიღებ გადაწყვეტილებას ღრმა ანალიზის გარეშე.

 

რასაც აკეთებთ ეს თვეები, გასცდა ყველანაირ ზღვარს. თუმცა, მანამდეც იმავეს სჩადიოდით, მაგრამ პოლიტიკურ პროცესად ვთვლიდი. ეს დიდი ხანია აღარაა ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი. ეს აღვირახსნილობაც აღარაა, ესაა ომი საკუთარ მოსახლეობასთან.

 

ტენდენციები და მკვლელობების სტატისტიკა თუ გსურთ, გაგახსენებთ აწი ყოველ დღე.

 

დაშავებულს კი გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ახლა ესაა მთავარი“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner