logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: ნამუსი ისეთი საქონელია, რაინდსაც რომ სჭირდება
- +

14 აგვისტო. 2020. 01:32

 

 

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში ლევან ვასაძის შესახებ წერს:

 

„ვაშაძესავით ვასაძე, ანუ ნამუსი ისეთი საქონელია, რაინდსაც რომ სჭირდება!

 

,,გესმის, ბიძინ?"-ასე მიმართავს ლევან ვასაძე თავის ვიდეობლოგში ბიძინა ივანიშვილს.

 

ტონი: ირონიული. აგდებული. შეურაცხყოფის ზღვართან ახლოს.

 

არ ვიცი, როგორია ვასაძისა და ივანიშვილის პიროვნული ურთიერთობის რეგისტრი. ვითომ პირად დიალოგებშიც ( თუ ასეთები იმართება) ამგვარად მიმართავს ვასაძე ივანიშვილს: ,,გესმის, ბიძინ"? ,,ჰეი, ბიძინ!" ,,ერთი აქეთ მომხედე, ბიჭო!"

 

რატომღაც მეეჭვება, ასე იყოს!

 

საჯარო მიმართვაში კი ვასაძე თავს უფლებას აძლევს, დამამცირებელი ტონით გააზავოს ფამილარობა ივანიშვილის მიმართ.

 

არადა, ეს დიდაქტიკოსობა, ეს მენტორული ჰონორი სად იყო მაშინ, სააკაშვილის რეჟიმი რომ ბოგინობდა ქვეყანაში?

 

ვასაძემ ლაპარაკი მაშინაც იცოდა, კომპიუტერი, ინტერნეტი და ვიდეოკამერა მაშინაც არსებობდა, მაგრამ ბატონი ლევანი არსად ჩანდა და მისი ვიდეობლოგებიც არსად იყო.

 

ახალგაზრდა ბიჭებს ქუჩაში ხოცავდნენ, პატიმრებს აწამებდნენ და აუპატიურებდნენ, ბიზნესს არეკეტებდნენ, მედიასა და სასამართლოს ატერორებდნენ, მაგრამ ლევან ვასაძე ჩუმად იყო, არც ვიდეობლოგებს წერდა და არც მედიასთან ჩნდებოდა.

 

თუ ქართველი ჟურნალისტები შემთხვევით სადმე წაასწრებდნენ, მაგალითად, ლონდონში, ავტორბოლის შოუზე და პოლიტიკური ხასიათის კითხვებს დაუსვამდნენ, მაშინვე მიუგებდა: პოლიტიკა არ მაინტერესებსო!

 

მიშას და მისი რეჟიმის შესახებ ძვირს გაზით ვერ ამოგლეჯდი პირიდან ლევან ვასაძეს.

 

ერთხელ არ წამოსცდენია: ,,გესმის, მიშიკო?"

 

ახლა კი: ,,გესმის, ბიძინ?"

 

ნამუსი ისეთი საქონელია, რაინდსაც რომ სჭირდება.

 

ნამუსია მთავარი, თორემ, უიმისოდ ვასაძე და ვაშაძე მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდება“, - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner