logo_geo
eng_logo
ცოტნე ზურაბიანი: მსგავსი უპასუხისმგებლო და მოღალატეობრივი განცხადება და ქმედებაც, რაც მათ გააკეთეს, წარმოუდგენელია
- +

15 აგვისტო. 2020. 18:43

 

 

პარლამენტის წევრი ცოტნე ზურაბიანი 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერას სოციალურ ქსელში აფასებს.

 

„დავით ბაქრაძის მტკიცებით, ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წინა ხელისუფლების საპარლამენტო გუნდმა მოაწერა ხელი, კომპრომისი იყო და არა საქართველოს ღალატი. მსგავსი უპასუხისმგებლო და მოღალატეობრივი განცხადებაც და ქმედებაც, რაც მათ გააკეთეს, წარმოუდგენელია.

 

ამ „კომპრომისის“ გარეშე ტერმინი „ოკუპაცია“ არ იქნებოდა გამოყენებული? სხვანაირად საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არ იქნებოდა აღიარებული? და ეს იყო მათი „წარმატებული საერთაშორისო პოლიტიკა“ და საერთაშორისო კავშირები, რომლითაც დღესაც თავს იწონებენ?

 

ეს არის ქვეყნის და სახელმწიფო ინტერესების ღალატი და ახლა, როგორც არ უნდა სცადონ თავის მართლება, არ გამოვა, არ მართლდება საკუთარი ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები არაფრით, მით უფრო მსგავსი „კომპრომისებით“, რომელიც სამწუხაროდ, კიდევ ბევრჯერ შეიძლება ცუდად შემოუბრუნდეს საქართველოს“, - წერს ცოტნე ზურაბიანი.

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner