logo_geo
eng_logo
ლევან ღვინჯილია: ჩუმად, ჩუმად, არვინ გაგვიგოოოს!
- +

10 მარტი. 2016. 22:17



ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია სოციალურ ქსელში ერთ-ერთი თურქული რესტორანის მენიუს ფოტოს ავრცელებს, სადაც ქართული დამახინჯებულად წერია. ღვიჯილიას განცხადებით, თურქული ენის გავლენა ქართული ენის განვითარებაზე დღითიდღე ძლიერდება, მიზეზი კი პარლამენტის მიერ „საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის" არ დანიშვნაა.



ჩუმად, ჩუმად, ჩუმად, ჩუმად, არვინ გაგვიგოოოს"!!!

 

როგორც თავადაც ხედავთ, დღითიდღე ძლიერდება თურქულის კეთილისმყოფელი გავლენა ქართული ენის სრულქმნასა და განვითარებაზე.

გთხოვთ, ეს ტექსტი, რაც შეიძლება, ხმადაბლა წაიკითხოთ: ემანდ, ჩვენი მძინარე მთავრობა არ გააღვიძოთ.

 

 პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის შესაბამისად, ჯერ კიდევ შარშან დეკემბერში რომ უნდა შეექმნა "საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი" და ამა წლის 1- თებერვლამდე რომ უნდა დაენიშნა ამ დეპარტამენტის თავმჯდომარე და დაემტკიცებინა დებულება, აი, ის მთავრობა!!!

 

რაც შეეხება სიტყვა "საჭმელის" თურქულ ვერსიას(იხ. ფოტოზე), ვფიქრობ, იგი რეალობასთან უფრო ახლოსაა და სწორედაც მისგან მომდინარე უნდა იყოს ქართული ვარიანტი.

როგორც ჩანს, ქართულად "საჭმლის დანიშნულება" და "ჭამის საბოლოო მიზანი" ჩვენმა მეგობარმა თურქებმა უფრო ადეკვატურად გაიაზრეს.

 

ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ესა თუ ის ქართული არსებითი სახელი დანარჩენ მსოფლიოში თურქული ვარიანტით ვრცელდება და ეს ხდება არამარტო იმის გამო, რომ თურქულს არ მოეპოვება "" და "" ბგერები და მათ ნაცვლად ""- იყენებს (ამიტომ დაერქვა "აჭარას"~ "აჯარა" > რუს. Аджария > ინგ. Adjara).

 

დიდება დიდ თურქულ ენას!!!

წინ დიდი ოსმალეთისაკენ!!!

"ვაშა ამ ახალ საქართველოს, ვაშა შენებას"!!!

იავ ნანა, ვარდო ნანა, ჩვენო მთავრობაო!

 

{ფოტოდოკუმენტის მოწოდებისათვის მადლობას ვუხდი აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "აფხაზეთის" სოლისტს ~ გიო ელიავას}."

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×