logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია: თუ ადამიანებს ვერ აწამებთ, უნდა არიოთ ეს ქვეყანა? დაბადების წამებს განანებთ...
- +

27 სექტემბერი. 2016. 16:14

 

 

„საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს:


„ძლივს დამშვიდებული და დასტაბილურებული ქვეყნის არევას და გადატრიალებას გეგმავთ, თქვე არაადამიანებო? კაკოია ბობოხიძე ბ...ის „გამოცდილებით"? პეტრე ცისკარიშვილი არაკაცის იმედზე ხართ და რურუას გამბედაობის? აუ, თქვე უბედურებო, ოდნავ რომ დაძაბოთ სიტუაცია და სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნები დავინახო, თქვენ დაგივლით სათითაოდ... რაც წლების განმავლობაში ავიტანე და არ გადაგიხადეთ სამაგიერო, ის, რასაც იმსახურებდით, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზის გამო არ გავაკეთე, რომ დამშვიდებულიყო ეს ქვეყანა და ჩემი შეურაცხყოფა და წამება პრაქტიკულად გაგიტარეთ, თქვენ დაბადების წამებს განანებთ, თქვენი უსახო ჯიში... თუ ხელისუფლებაში არ ხართ, უნდა გადაიწვას ეს ქვეყანა? თუ ადამიანებს ვერ აწამებთ, უნდა არიოთ ეს ქვეყანა? თუ ღამე „კაპეზეს" იზოლატორებში ხალხს ქონებას ვერ ახევთ, ამიტომ „რუსთავი 2" მოამწიფებს არეულობას? თუ ყველა სატელევიზიო არხზე ერთი და იმავე თანმიმდევრობით არ გვიჩვენებენ ერთსა და იმავე კადრებს, სადაც ეს შლეგი-ავადმყოფი ბანერთან გაჭრის ლენტს, ამიტომ უნდა დაანგრიოთ ეს ქვეყანა? თუ მეგის ქარდავა ლოგინებში არ დაუწყებს ხალხს კამერებით დევნას და კოხტა კოდუა ვიღაც კასტილიან მანიაკს კამერის წინ არ გა...ს ვიღაც გაუბედურებულ საცოდავ კაცს, ამიტომ უნდა გავასწოროთ მიწასთან ეს ამდენი ნაწვალები? ვაი, თქვე საცოდავებო, ხელი არ წაგიცდეთ, თორემ!!!" - წერს დაჩი ცაგურია.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×