logo_geo
eng_logo
დავით გოგიშვილი: ტაბუდადებული მედიასივრცე არის კეზერაშვილის, უგულავას და ბოკერიას გუშინდელი დღე
- +

6 ნოემბერი. 2017. 12:16



ისტორიკოსი დავით გოგიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„განსხვავებული აქცენტები" იყო კიდევ ერთი, ამჯერად სრულფასოვანი ლუსტრაცია თანამედროვე ქართული კვაზიჟურნალისტიკის „წმინდა სინოდისა". როგორც იტყვიან, შუბი ხალთაში არასოდეს დაიმალება. დავით პაიჭაძემ მოახდინა დამოუკიდებელი საქართველოს ჟურნალისტიკის სულისკვეთების, მათ ქვეცნობიერში ჩაბუდებული ნეობოლშევიზმისა და ნეოფაშიზმის სრული გამომზეურება, რომელიც სულდგმულობს კომკავშირული იდეოლოგიით: „ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია".

 

P.S. გიგი უგულავა რომ გადმოგიგზავნიდათ მეილზე word-ის ფაილში ატვირთულ „ვიორსტკას" და ეთერში დასაბლოკი ხალხის სიას, არსად დაგეკარგოთ! კარგად დაახვიეთ და ბლომად ნაფტალინი მოაყარეთ. უამრავი პატარა ტელევიზია იქმნება, ვითარდება ინტერნეტმედია. მომავალი ინტერნეტს ეკუთვნის. ტაბუდადებული და დახშული მედიასივრცე არის კეზერაშვილის, უგულავას, ბოკერიას და სხვა ნეობოლშევიკი სულით კომკავშირელების გუშინდელი დღე", - წერს დავით გოგიშვილი.









 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner