logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: ჩვენი სირცხვილი!
- +

7 დეკემბერი. 2017. 09:32


 

აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ახლა ცოტა სერიოზულად - ადამიანმა რა უნდა ჩაიდინო ამისთანა, რომ მთელი ქვეყანა ზეიმობდეს შენს დაპატიმრებას. რა სამარცხვინო უნდა იყო თავად, რომ საკუთარ ხალხს კი არ ესირცხვილებოდეს თავის ორგზის პრეზიდენტს რომ უცხო ქვეყანაში სახურავიდან ხსნიან და მერე მანქანაში თავით ტენიან, არამედ, ამ ხალხს სიხარულის ყიჟინა ჰქონდეს დაცემული.

როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი დღე, რამდენიც არ უნდა ვიცინოთ და ვიხარხაროთ - ეს არის ჩვენი სირცხვილი! ეს ,,კაცი" - ავანტიურისტი, კურდღელი, მკვლელი, სამშობლოს გამყიდველი, ბიუჯეტის გამნიავებელი, კაცების გამაუპატიურებელი და მწამებელი - თავზე გვეჯდა 10 წელი და ბოლოს, შეგუებულებიც ვიყავით, რომ მთელი ცხოვრება, ასე გაგრძელდებოდა.

ღმერთი მაღალია!

მისმა თანამეცხედრემ, - ახლა იწყებაო და ვეთანხმები! ახლა იწყება, ნამდვილად, თქვენი დედის ალერსი... მაინც გამეცინა...", - წერს შარაძე.


 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner