logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: გადადგება ვასილ მაღლაფერიძე, აბა, რას იზამს!
- +

10 იანვარი. 2018. 04:20



ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რატიანის საქმის მიმართ იყო თუ არა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი? იყო!

 

ეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი შექმნეს თუ არა მისმა მეგობარმა კალმოსნებმა თუ მაუს-კლავიატუროსნებმა? დიახ, შექმნეს!

 

ჰოდა, რას ედავებიან ახლა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც ვალდებულია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი დააკმაყოფილოს?!

 

მეორე თემაა პრემიერ-მინისტრის მიერ ნიკანორ მელიას კეთილების მოკითხვის იგნორირება. რასაკვირველია, ამ გინების მიმართაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იყო და, ბუნებრივია, ისიც უნდა ეჩვენებინა, მიუხედავად იმისა (და იმიტომაც), რომ ყველა არხმა გვაჩვენა.

 

ასევე ყველა არხს უნდა ეჩვენებინა პოეტ რატიანის გინება პოლიციის და (ვერაფრით მივხვდი, რატომ და რა შუაში იყო) პატრიარქის მისამართით!

 

არ მესმის, რას აპროტესტებენ მაუს-კლავიატუროსნები?!

 

გადადგება ვასილ მაღლაფერიძე, აბა, რას იზამს, ოღონდ 5 წლის შემდეგ! ჰოდა, თქვენც მაშინ შეიკრიბეთ „საზმაუს" წინ - თან დაიკვეხნით, ჯერ კიდევ 5 წლის წინ მოვითხოვდით მის გადადგომას და 5 წლის თავზე, როგორც იქნა, მივაღწიეთო!" - წერს ბონდო მძინარაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner