logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: მახსოვს, შსს-მ გამოაცხადა...
- +

15 იანვარი. 2018. 02:25


 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მახსოვს, შსს- გამოაცხადა, რომელი მძღოლიც ამ წელს 100 ქულით ჩაამთავრებს, დასაჩუქრდებაო. ჰოდა, ველოდები საჩუქარს, შსს!" - წერს გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში.


მძღოლები, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებს არ დაარღვევენ და მართვის მოწმობას წლის განმავლობაში 100 ქულით შეინარჩუნებენ, სახელმწიფოსგან წახალისდებიან. „ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.


მისივე განმარტებით, აღნიშნული კატეგორიის მძღოლთა წახალისების ერთ-ერთი ფორმა შესაძლოა იყოს ავტომანქანის და სიცოცხლის შეღავათიანი პირობებით დაზღვევა, რა კუთხითაც სახელმწიფო კერძო სადაზღვევო კომპანიებთან იმუშავებს.


გარდა ამისა, არჩილ თალაკვაძის თქმით, შესაძლოა კანონმორჩილი მძღოლებისთვის სხვადასხვა პრიზი ან გათამაშებაც დაწესდეს.










 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner