logo_geo
eng_logo
შალვა კუჭაშვილი: გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს ამ ტრაგედიით ქულების დაწერას, ამიტომ...
- +

10 ივნისი. 2018. 01:36

 

მოძრაობის „ნუ მომკლავ“ - დამფუძნებელი შალვა კუჭაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„იმიტომ, რომ მეორე ფრონტზე (აპოლიტიკურზე) დაქსაქსვა არ შეინიშნებოდეს და კიდევ იმიტომ, რომ კანცელარიასთან პროვოკაციებს ვვარაუდობ, აღარ გავალ! და სახლიდან დავაკვირდები მოვლენების განვითარებას.

 

ასევე, დადებითად ვაფასებ შსს-ს მოქმედებებს, დანაშაულის დაფარვისთვის კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემის თაობაზე.

 

გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს ამ ტრაგედიით ქულების დაწერას, ამიტომ ვადასტურებ, ჩემს სრულ მხარდაჭერას ვაკის პარკის აქციის ორგანიზატორებისადმი და ველოდები მათ მოწოდებებს“, - წერს შალვა კუჭაშვილი.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner