logo_geo
eng_logo
ნინო ხაჩიძე: სავსებით გულწრფელად, ობიექტურად და ცივი გონებით ვამბობ ამას...
- +

13 ივნისი. 2018. 23:48

 

ჟურნალისტი ნინო ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„კახა კახიშვილი არის აუწონავი ოქრო (ჩინოვნიკურ გალერეაში), ბინძური სისტემის (როგორიც სასჯელაღსრულებაა) სუფთა მმართველი. გიორგი გახარია ავლენს პოტენციალს, იყოს სახასიათო და კარგი შს მინისტრი (ანუ აუწონავი ოქრო გახდეს). ერთი მინისტრთა კაბინეტისთვის (წარსულის გათვალისწინებით – დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდს ვგულისხმობ სრულად), ფაქტობრივად, გინესის რეკორდების დონის მაჩვენებელია...

სავსებით გულწრფელად, ობიექტურად და ცივი გონებით ვამბობ ამას – გულზე მჯიღის ცემის, თავის სიმხურვალის და მისთანების გავლენის გარეშე“, - წერს ხაჩიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner