logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: ცდილობენ ჩემი და ჩემი ოჯახის დისკრედიტაციას - ჩვენ ვართ ირიბი მუქარის მსხვერპლი!
- +

18 ივნისი. 2018. 17:26

 

 

„მივმართავ საზოგადოებას, მეგობრებს და ვთხოვ ხელისუფლებას, რომ ჩემი, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქის უფლებები იყოს დაცული, მხილებულ იქნას ადამიანთა წრე, რომლებიც უკვე ორი კვირის განმავლობაში ცდილობენ ჩემი და ჩემი ოჯახის დისკრედიტაციას - ჩვენ ვართ ირიბი მუქარის მსხვერპლი და ჩვენი ღირსების შელახვის მცდელობები არ წყდება“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ამისთვის დაღუპული დათო სარალიძის მამაც კი გამოიყენეს - დიახ, გამოიყენეს, რადგან პოსტი, რის გამოც ის მე მაყენებს პიროვნულ შეურაცხყოფას, ეხება ლევან დადუნაშვილის დედას.

აი ეს პოსტიც:

„აბა, ახლა კარგად მომისმინეთ, თქვე მანქურთებო! აქამდე ვიკავებდი თავს, არ მინდოდა ამის დაწერა, მაიძულეთ ხო? ჰოდა, კარგად მომისმინეთ!!! რომელმა არაადამიანმა დაუწუნა ლევანის დედას ჩაცმულობა?! დადუნაშვილები შვილის ცხედრით ვაჭრობენო, შვილმოკლული მშობლები ჰქვიათ ამ გულისამრევ არსებებსო?! სუს-თან შეკრულები არიანო?!

 

თქვე მკვლელებო და მდაბიოებო, ლევანის ნაცვამი მაისური აცვია მის დედას. ასე უფრო ეხუტება და ეფერება მონატრებულ შვილს და ეს რა მგლოვიარეაო, როგორ ბედავთ, თქვე ამორალურებო! ეს ის ლევან დადუნაშვილია, რომელიც დათო სარალიძის დასაცავად და დასახმარებლად მივიდა იქ და დააკლეს.

 

დიახ, ხმამაღლა ვიტყვი, რომ სარალიძეს შეეწირა ლევან დადუნაშვილი და აქციაზე მისულ ლევანის მამას ზურგი შეაქციეთ, სტვენა და „პრავების კაჩავი“ დაუწყეთ!

 

და მერე გიკვირთ, რატომ არ მისცეს ჩვენება ბიჭებმაო, ზაზა?!

 

შენი შვილის მკვლელებს შორს ნუ ეძებ, შენს გვერდში დგანან - კუპრავები, „ნაციონალები“, ზონდერები და სააკაშვილები!

 

ჩვენებები მათ უნდა მისცენ შენი შვილის მკვლელობისათვის, რომ ბავშვებს მთელი 9 წლის მანძილზე დაუმახინჯეს ფსიქიკა და დღეს ასეთი შედეგების წინაშე ვდგავართ! კიდევ ერთხელ, ჩემი მხარდაჭერა ყველა შვილმკვდარ მშობელს“.

 

ეს არის ჩემი მოქალაქეობრივი ემოციური პოზიცია იმ დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე.

 

დიახ, სწორედ ეს პოსტი გახდა მიზეზი არაადამიანური შეურაცხყოფისა ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით.

 

სოციალურ ქსელში არაერთი ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი პოსტი და კომენტარი წავიკითხე. შეგნებულად არ ვპასუხობ ზაზას, რადგან ის ისეთივე მსხვერპლია. სამწუხაროდ, ის იმ ადამიანების გვერდით დადგა, ვისაც არაერთი ცოდვა ადევს კისერზე!

 

გავიგე, სადღაც მიჩივლა, ყველა ჩემს სიტყვაზე ვარ პასუხისმგებელი და მოვითხოვ, ასევე დაამტკიცონ, რაც დადუნაშვილების მისამართით გაცხადებული ბრალდებებია, რომელიც ზაზა სარალიძის ე.წ. გულშემატკივრებმა გაავრცელეს. განცხადებები, რის გამოც ვერ დავფარე ემოცია და საკადრისი პასუხი გავეცი მათ.

 

კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას, კომპეტენტურ ორგანოებს, ვისაც ეს ეხება და ვთხოვ, რომ იქნებ იყოს რაიმე მექანიზმი, რაც დაგვიცავს ჩვენ, რიგით მოქალაქეებს, ამ ბინძური ცილისწამებისა და არარსებული ბრალდებებისაგან!“ - წერს ოქიტაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner