logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: გვარამიას ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებით, პროკურატურას შუამდგომლობით მივმართავ...
- +

22 ივნისი. 2018. 00:41

 

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„22 ივნისს 10.30 საათზე, მთვარისა ნავერინის მიმართ ნიკა გვარამიას ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებით ისანი სამგორის პროკურატურას შუამდგომლობით მივმართავ.

 

თემა: ნიკოლოზ გვარამიასთვის სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის( ძალადობა), 1 -1 ნაწილის, ბ- ქვეპუნქით. 142-ე მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა). 151 -ე მუხლის (მუქარა) , მეორე ნაწილის, ა) ქვეპუნქტით. 39 -ე მუხლის (ხულიგნობა) , მეორე ნაწილის, ა) ქვეპუნქტით ბრალის წაყენების მოთხოვნა

 

p.s. მუხლი 142. ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა

 

  1. ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა მათი ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რამაც არსებითად ხელყო ადამიანის უფლება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

. მუხლი 126. ძალადობა

 

  1. ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, –

 

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

 

1 1. იგივე ქმედება, ჩადენილი:

 

ბ) ჯგუფურად;

 

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

მუხლი 151. მუქარა

 

  1. სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

 

  1. იგივე ქმედება, ჩადენილი:

 

ა) ჯგუფურად;

 

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

 

მუხლი 239. ხულიგნობა

 

  1. ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

 

  1. იგივე ქმედება, ჩადენილი:

 

ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

 

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე“, - წერს მჟავანაძე.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner