logo_geo
eng_logo
მერაბ მეტრეველი: „ნაციონალები“ საერთოდ ნუ იღებთ ამ თემაზე ხმას!
- +

8 ივლისი. 2018. 21:37

 

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს:

 

„ჩვენი ტურიზმი ფაქტობრივად რუსი ტურისტებით ცოცხლობს. ოფიციალური სტატისტიკით, პირველ ადგილზე არიან რაოდენობრივად. ყველაზე მეტ ფულს ეგენი ტოვებენ აქ. ჰოდა, ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა: გვინდა რუსი ტურისტების ხარჯზე აშენებული ტურიზმი, თუ არა! თან შენს ქვეყანაში ეპატიჟებოდე და თან აგინებდე, მაგარი ქაჯობაა! წარმოუდგენელი ქაჯობა! მაშინ გავუუქმოთ რუსებს უვიზო რეჟიმი და შეწყდება მათი შემოდინება! (მე ამის წინააღმდეგი სულაც არ ვარ). მათი ფული გვინდა და მათი დანახვა - არა? ეს როგორ წარმოგიდგენიათ?!

და კიდევ, „ნაციონალები“ საერთოდ ნუ იღებთ ამ თემაზე ხმას! სწორედ მიშამ გააუქმა ცალმხრივად სავიზო რეჟიმი რუსი ტურისტების მოსაზიდად!“ - წერს მეტრეველი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner