logo_geo
eng_logo
მანჩო გიორგობიანი: საინფორმაციოების საყურადღებოდ!..
- +

26 ივლისი. 2018. 18:13

 

 

მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ამ წამს შევესწარი ავარიას პეკინზე!!! მძღოლი დამნაშავე არ არის!!! აზიური წარმოშობის ორ ახალგაზრდა ქალს, როლებმაც ბუკიას ბაღიდან პირდაპირ მოულოდნელად გადმოირბინეს პეკინზე, მეორე მხარეს, მეოთხე ხაზში დაარტყა მანქანამ!!! ზუსტად ორ ნაბიჯშია მიწისქვეშა გადასასვლელი, პრაქტიკულად მიწისქვეშას თავზე მოინდომეს 7 ხაზიანი პროსპექტის „გადარბენა“... და 50 მეტრში ზებრაა!!! თან ორივე ძალიან მაღალ ქუსლებზე!!! მოხდა ის, რაც სავარაუდოდ მოსახდენი იყო, ერთ-ერთმა მძღოლმა ვერ მოასწრო რეაგირება... უფრო სწორად, სცადა დამუხრუჭება, მაგრამ მაინც მოხდა შეჯახება... დაახლოებით, 3 მეტრზე აყარა ჰაერში და მოწყვეტით დაენარცხნენ ასფალტზე... მიუხედავად იმისა, რომ დიდხანს ამუხრუჭებდა… სწორედ მუხრუჭების ხმამ მიიქცია ჩვენი, გამვლელების, ყურადღება... საბედნიეროდ, ორივე ახალგაზრდა ქალი გადარჩა... სასწრაფო მოვიდა 2 წუთში-  რამდენიმე ჯგუფი, პოლიცია ერთ წუთში, მანამდე ჩვენ ვეცადეთ ადგილიდან არ გაგვენძრია და სახეს ვუზელდით ცივი წყლით… ამ დროს განძრევა არ შეიძლება!!! ორივე იყო შოკში და ადგომას ცდილობდნენ, ჩვენ არ დავანებეთ, ცოტ-ცოტა სისხლი სდიოდათ... სასწრაფომ ადგილზე ჩაუტარა პროცედურები, შემდეგ დაუფიქსირეს კისრები და ასე შეიყვანეს რეანემობოლებში... მგონი, ღმერთმა უშველათ, რომ ასეთი დარტყმის შემდეგ, მოტეხილობები არცერთს არ აღენიშნებოდა… კომუნიკაციაშიც ორივე შემოვიდა… ოდნავ ესხა სისხლი… მნიშვნელოვანი ჭრილობა ან ტრავმა, პირველადი დათვალიერებით, არ აღენიშნებოდათ…

 

საინფორმაციოების საყურადღებოდ, ახლა ნუ გადასცემთ მძღოლს ანათემას, რადგან უცხოელებს დაარტყა!!! მიწისქვეშა გადასასვლელის თავზე რომ გადადიხარ, კარგი რა! შენი თავი არ გეცოდება, მძღოლებს მაინც გაუფრთხილდი, შენი სიტუტუცის გამო რომ ციხეში უნდა მოხვდეს ან უნებლიედ მკვლელი გახდეს, რატომ, რისი გულისთვის?!“ - წერს გიორგობიანი.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner