logo_geo
eng_logo
დავით გამცემლიძე: დარწმუნებული ვარ, ზურაბ ხონელიძის ხელში „სოხუმი“ გახდება ისეთივე ბრენდი, როგორც „ჯავახიშვილი“...
- +

4 სექტემბერი. 2018. 16:14

 

ისტორიკოსი და ანალიტიკოსი დავით გამცემლიძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ზურაბ ხონელიძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რა არის მაინც... ცხოვრების მეორე ნახევარში რომ შეხვდები ადამიანს, რომელიც მის შესახებ შენს 35 წლის წინანდელ წარმოდგენებსა და შეხედულებებს ამჟამად მთლიანად ადასტურებს...

 

ეს გახლავთ ფენომენალურად ნიჭიერი ადამიანი, - ზურაბ ხონელიძე; ჩემი კურსელი თსუ-ს ისტორიის ფაკულტეტზე. დღეს - სოხუმის უნივერსიტეტის ახალი რექტორი.

 

ლტოლვილებზე რეპორტაჟს ვამზადებდი და მივედი, შევხვდი... უკვე „დუღს“ იქ ყველაფერი - შენდება, ფართოვდება... დარწმუნებული ვარ, მის ხელში „სოხუმი“ გახდება ისეთივე ბრენდი, როგორც „ჯავახიშვილი“, „თავისუფალი უნივერსიტეტი“ ან „ილიაუნი“... საინტერესო იდეა აქვს „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ შესახებ. უკვე ჰქონდა სრულიად მოულოდნელი და „შეუძლებლად“ მიჩნეული კონტაქტები „გაღმა მხარეს“... თუმცა, ჯერ არ გინდაო ამაზე ლაპარაკი.

 

ამჯერად რა მინდა ვთქვა იცით? გამგები გაიგებს: აი, ეს კატეგორია, რომელსაც ზურაბ ხონელიძე წარმოადგენს, ამ ქვეყანამ 1980-იანი წლების ბოლოს დაკარგა დიდი ხნით, სამწუხაროდ.

 

რომ არ დაეკარგა, ბევრ უბედურებას ასცდებოდა.

 

ამაში ურყევად ვარ დარწმუნებული!“ - წერს გამცემლიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner