logo_geo
eng_logo
„პასუხი და დასკვნა მოვიდა სასიხარულო - მკურნალობის დინამიკა დადებითია, მაგრამ...“
- +

8 ოქტომბერი. 2018. 23:05

 

„გვაქვს ძალიან მაგარი ამბავი:

როგორც იცით, ჩვენი ანი თურქეთშია გამოკვლევაზე წასული. პასუხი და დასკვნა მოვიდა სასიხარულო - მკურნალობის დინამიკა დადებითია... უნდა გაგრძელდეს დანიშნული მკურნალობა, რომ საბოლოოდ სასურველ შედეგზე გავიდეთ“, - ამის შესახებ ინფორმაციას facebook-ფეიჯი ანი მამულაშვილის დასახმარებლად #ჩვენიანისთვის ავრცელებს.

 

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

„პირველი ეტაპი გადალახულია თქვენი დახმარებით. მადლობა ყველას.

ასევე ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ALIBI ARENA-ზე გამართულ #90იანების საღამოზე #ჩვენიანისთვის #90ანი გახდა.

განსაკუთრებული მადლობა ALIBI ARENA-ს ორგანიზატორებს და გიორგი ასათიანს ნიკუშა შავგულიძეს მხარდაჭერისთვის.

დიდი მადლობა მერაბ ჟღენტს, ეკა ჭოლაძეს კომპანიებს : - eco fruit vegetables, SOFIA TRADING COMPANY, ენგადი • Engadi, ტკბილი ქვეყანა - Sweet Country, მაკნატუნა, ზედაზენი - Zedazeni, Bilichka ს და ლევან სულთანიშვილს , Megako LTD და კახა კაკაურიძეს. ყველას, ვინც მხარდაჭერა გამოხატა #ჩვენიანისთვის.

გამოკვლევის პასუხი და მკურნალობის დასკვნა ჩცენთვის კიდევ უფრო მამოტივირებელია, ჩვენ თქვენთან ერთად შევძელით და შევძლებთ, რომ ომი მოვიგოთ.

 

ახალი შემართებით ვაგრძელებთ ბრძოლას:

#ჩვენიანისთვის, მადლობა მხარდაჭერისთვის

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner