logo_geo
eng_logo
„საერთოდ არ მყავს და, დისშვილი ან ძმისშვილი“ – გუგული მაღრაძე ფარულ ჩანაწერებზე
- +

18 ოქტომბერი. 2018. 22:34

 

 

პარლამენტის დეპუტატი გუგული მაღრაძე სიყალბეს უწოდებს, ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ ციხის თანამშრომელი, რომელმაც ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებული მირზა სუბელიანის ჩანაწერი თავის თავზე აიღო, გუგული მაღრაძის დისშვილია.

 

„მინდა გამოვეხმაურო ერთ-ერთი მედია საშუალების მიერ დღეს გავრცელებულ კიდევ ერთ ყალბ ინფორმაციას ჩემ შესახებ, რომ “ციხის თანამშრომელი, რომელმაც მირზა სუბელიანის ჩანაწერი თავის თავზე აიღო გუგული მაღრაძის დისშვილია“. აღნიშნული ინფორმაციის წყარო არის ელისო კილაძე. გაცნობებთ, რომ ეს გახლავთ დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რადგან მე საერთოდ არ მყავს და, დისშვილი ან ძმისშვილი. მოვუწოდებ ყველა მედია საშუალებას გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკაონ”, – წერს დეპუტატი facebook-ის საკუთარ გვერდზე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner