logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ლაშა ტალახაძე არის მაგალითი, რომ ლანძღვა და მუქარა შედეგის მომტანი ვერ არის
- +

10 ნოემბერი. 2018. 19:45

 

 

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლაშა ტალახაძეს ახალი მსოფლიო რეკორდის დამყარებას ულოცავს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

 

„ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა ამ წუთებში. ვულოცავ. აი, მაგალითი, ლანძღვა და მუქარა შედეგის მომტანი ვერ არის, პირიქით, ადამიანს უმატებს შემართებას და გამარჯვებამდე მიჰყავს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

ლაშა ტალახაძემ დღეს, მსოფლიო ჩემპიონატზე ორჭიდის ჯამში 474 კგ. დაძლია და სამივე ოქროს მედალი (ატაცი, აკვრა, ორჭიდი) მოიპოვა.

 

https://m.facebook.com/story.php?

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner