logo_geo
eng_logo
ქიბარ ხალვაში: ხალხმა ვერ გაიგო, რომ „ნაცობა“ არის მიშას მონობა
- +

13 ნოემბერი. 2018. 16:08

 

„ჩარჩენილი „ნაცები“ არიან კატასტროფა, ხალხმა ვერ გაიგო, რომ „ნაცობა“ არის მიშას მონობა და ხელს უწყობთ დაპირისპირებას ქართველებს შორის, აღვივებთ სიძულვილს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„პორტირებული „ნაცები“ არიან ცუდები! პორტირებული მიშას ბიზნესმენებიც არ არიან ანგელოზები.

 

ცუდია, რომ ნამდვილი „ნაცები“ გვამადლიან და მათ მაგივრად ნამდვილები არ მოიძებნა, მაგრამ აი ჩარჩენილი „ნაცები“ არიან კატასტროფა, ხალხმა ვერ გაიგო, რომ „ნაცობა“ არის მიშას მონობა და ხელს უწყობთ დაპირისპირებას ქართველებს შორის, აღვივებთ სიძულვილს.

 

ისევ ჯობია, „პორტირებული ნაცები“ გახდეთ, მიხვდეთ, რომ ნამდვილი „ნაცობა“ შეუძლებელია. იყავით პორტირებულები, მიგიღებთ! მერე გავაკეთოთ არჩევანი და არადანი, თავიდან გავიყოთ, შევეჯიბროთ, ვინ უკეთესია, ოღონდ არა ასეთი სტრესული გარემო, როგორიც ახლა არის. განა ნიახურები ვართ და ორჯერ მოვალთ ამ ქვეყანაზე! მოვრჩეთ და თავიდან გადავირჩიოთ“, - წერს ხალვაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner