logo_geo
eng_logo
Sos! - ეს განათლების მინისტრმა უნდა იცოდეს!
- +

8 იანვარი. 2019. 03:44

 

 

პოეტი, პროზაიკოსი და პუბლიცისტი გუჯა შვანგირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გეტყვით, აბა , თუ როგორ ხვდება ისეთი

"ლექსი", როგორიცაა ბუზისა და ბეჰემოტის ამბავი, მეშვიდე კლასისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოში.

 

არ გამოვრიცხავ, მაგრამ არა ვარ მომხრე შეთქმულების თეორიისა, თითქოს ვიღაც ზის სადღაც, სპეციალურად უშვებს სასკოლო წიგნებში ასეთ სისულელეებს, და მიზნად აქვს მომავალი თაობის დაჩლუნგება. საბოლოოდ მაინც ასე გამოდის, თუმცა საქმე უფრო მარტივადაა და ყველაფერი იწყება იქედან, რომ ...

აი, გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, რამდენს მოგიწონებიათ ისეთი რამ , რაც არ იყო მოსაწონებელი, მაგრამ უბრალოდ , ჩათვალეთ, რომ არაფერი უჭირს , თუ ვიღაც ნაცნობის ერთ ნაცოდვილარ ლექსს, ან ჩანახატს შეაქებთ, რატომ უნდა აწყენინო, ხო? დიდი ამბავი, კაცი თავის ჭიას ახარებს, და გაახაროსო , ხო?

მაგრამ შექებით წახალისებული მეორეს წერს ასეთს, ცხვირწინ გიფრიალებს და კვლავ შექებას ელოდება. მერე მესამეს, მეოთხეს, მერე წიგნის გამოცემის სურვილიც უჩნდება, გამოსცა კიდეც თავისი ხარჯით, არ დაენანა, პრეზენტაციაც გააკეთა, და სწორედ შენ და შენნაირები დაპატიჟა, ვინც აქებდით, და აი უკვე ის სცენაზეა და ყვავილებში ჩაფლული, პოეტი ჰქვია და უკვე დარწმუნებულია, რომ მთაწმინდის გზას ადგას. ხოდა, მეორე წიგნიც გამოსცა, მესამეც, ლიტკონკურსებშიც მონაწილეობს, არ აცდენს არც ერთ ღონისძიებას სადაც ლექსი და მოთხრობაა. სანაცნობო, ანუ, საჭირო წრეც გაზარდა, საახლობლოც, სხვა პოეტები და მწერლები გაიცნო, უფრო მეტად ისეთები, როგორიც თვითონაა. სულ ერთად არიან, ყველგან და ყოველთვის, ერთმანეთს აქებენ, ერთმანეთს ტაშს უკრავენ, გენიოსს ეძახიან. აბა?, ასეთებს ერთმანეთი სჭირდებათ, მათზე უკეთესს რო გასაქანი არ მიეცეს, თორე მერე ამათ ვინღა წაიკითხავს. ხო, ჩემო ბატონო, ამასობაში ეს შენი ნაქები მწერალთა კავშირშიც მიიღეს, ლექციების წაკითხვაც კი დაიწყო ლიტერატურაზე, სამინისტროებშიც გაიკაფა გზა, კონკურსებშიც კვლავ მონაწილეობს, ახლა უკვე ჟიურის შემადგენლობაში, და როგორ ფიქრობთ ამ კონკურსებში ვის ლექსს იწონებს? რა თქმა უნდა თავისი ნაცნობის, ან თავისნაირის..გავაგრძელო?

რაღა გავაგრძელო, გასაგებია, რაც იწყება ერთი უბრალო მოწონებით, ხო? ერთი პატარა ჭიის გახარებით, იმ ჭიის, მერე ყველგან რომ აღწევს, ყველა სფეროში, და ყველაფერს რომ აჭიანებს და ალპობს.

და მერე, გადაშლი მეშვიდე კლასის სახელმძღვანელოს და ბაც.. და აგე, ლექსი ბუზზე და ბეგემოტზე..

და თუ ნამუსი გაქვს, ისღა გრჩება, რომ ენაზე იკბინო.

თუ ნამუსი გაქვს , ხო, თუ არა და ტაში კუკური..

 

მოდი და ამის შემდეგ გაიკვირვე , რომ რუსთაველის თეატრში ბანკირები სუფრებს შლიან.

მოდი და ამის შემდეგ გაიკვირვე , რომ მიშას და ბიძინას აძლევს ხალხი ხმას,

მოდი და ამის შემდეგ გაიკვირვე, რომ საერთოდ რამე გიკვირს..

ალოო, გარაჟ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ?

და თქვენ?

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი

და თქვენ?

Rustaveli Theatre - რუსთაველის თეატრი

რუსთაველის თეატრი, თქვენ ამ პოსტზე რატომ მოგნიშნეთ და ახედეთ კვლავ პირველ აბზაცს.

ახლა კვლავ ფოტოს დახედეთ, ჩვენ ასეთი წიგნებით ტვინგამორეცხილები არ ვართ, ჩვენ არაფერი დაგვიწყებია“, - წერს პუბლიცისტი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×