logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანეს მოძღვარი, ჩემი სოლიდარობა ჯვრის მონასტერს...
- +

16 იანვარი. 2019. 17:42

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ჯვრის მონასტრის წინამძღვარს თანადგომას უცხადებს. ამის შესახებ ბესელია სოციალურ ქსელში წერს:

 

„ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ჯვრის მონასტერს და მის წინამძღვარს. ვიცი, რამდენად რთული იყო მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება. უკიდურეს  მდგომარეობამდე მიიყვანეს მოძღვარი. 1997 წლიდან მრევლი ვარ ამ მონასტრის და ვიცნობ მამა კონსტანტინეს, როგორი დიდბუნებოვანი და საოცრად კარგი ადამიანია.

 

რამდენი ხანია ცდილობს, მოაგვაროს ეს პრობლემა. ვინ არ შეაწუხა... უამრავი სტუმარი ჩამოდის და მონასტრის წინ ისეთი ანტისანიტარია და მოუწესრიგებლობაა, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. რაც მთავარია, კანონი ირღვევა, გარე ვაჭრობა აკრძალულია. უნებართვოდ  ხდება ამ ადგილას ვაჭრობა. არ ვიცი, ვისი ინტერესია, რომ რეაგირება არ ხდება... მე პირადად მივმართე არაერთი წერილით მცხეთის მუნიციპალიტეტს, როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, გუბერნატორს, კანონის აღსრულების მიზნით. რატომ არ ხდება კანონის დაცვა და აღსრულება  - ამაზე უნდა ისაუბროს მერმა და პასუხისმგებელმა პირებმა.  იმედია, სამართლებრივად მოგვარდება ეს საკითხი, ნაცვლად მონასტრის მოძღვრის გაკიცხვისა“, - წერს ეკა ბესელია.

 

ჯვრის მონასტერი ტურისტებისთვის სამი დღე ჩაკეტილი იყო. იქ არც ქართველ და არც უცხოელ მომლოცველებს და დამთვალიერებლებს არ უშვებდნენ. გადაწყვეტილება მონასტრის წინამძღოლმა, მამა კონსტანტინე ჭინჭარაულმა მიიღო. მიზეზად მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე გარევაჭრობა დასახელდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner