logo_geo
eng_logo
მირიან ყარაულაშვილი: გია ჭანტურიას უდროოდ გარდაცვალებიდან წელიწადზე მეტი გავიდა...
- +

6 თებერვალი. 2019. 13:07

 

ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„წელიწადზე მეტი გავიდა საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პირველი პრეზიდენტის გია ჭანტურიას უდროოდ გარდაცვალებიდან...

 

მისი გარდაცვალების პერიოდში მოქმედმა საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების პირველმა პირებმა ვერ გაისიგრძეგანეს, რომ მათ მიერ დაკავებული საზოგადოებრივი თუ სახელმწიფო პოზიცია დიდძალად იყო განპირობებული სწორედ ბატონი გია ჭანტურიას მიერ რეალურად უშეცდომოდ, სწორად გათვლილი სტრატეგიული და ტაქტიკური გადაწყვეტილებების აღსრულებასა და რეალიზაციისგან...

 

გია ჭანტურიას მეგობრები და თანამოაზრეები დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ ახლადარჩეული და ინაუგურირებული საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები სრულად გაათვითცნობიერებენ საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პირველი პრეზიდენტის როლს ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე და მიიღებენ გადაწყვეტილებას მისი ღვაწლის უმაღლესი კატეგორიის სახელმწიფო ჯილდოთი აღნიშვნის თაობაზე, რასაც თითოეული ჩვენგანი მხოლოდ უდიდესი მადლიერებით შეხვდება“, - წერს ყარაულაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×