logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ლონდონში „დიდმა ბიძიებმა“ ნახეს ხაზარაძის თემა და უთხრეს: იზვინი, ბრატ, უნდა ჩაიჩოჩოო
- +

21 თებერვალი. 2019. 15:18

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე საქართველოს ეროვნული ბანკისა და „თიბისი ბანკის“ დღეს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

ჟურნალისტს განცხადებიდან, მისი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი აბზაცი მოჰყავს:

 

„დღეს ლონდონში ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწვეტილება ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ ბანკის, მისი აქციონერებისა და დეპოზიტარების ინტერესებიდან გამომდინარე“.

 

იმ ტექსტში არის სხვა მრავალი გულისამაჩუყებელი ფრაზა, რომლებსაც არ გავიმეორებ (ბროკოლიჭამიებისთვის დამითმია), მაგრამ ნიშანდობლივია სწორედ ეს აბზაცი, რომელიც მოვიყვანე.

 

„ანუ“ ადამიანურ ენაზე რომ ვთქვა, იქ ლონდონში „დიდმა ბიძიებმა“ ნახეს ხაზარაძის თემა და უთხრეს: იზვინი, ბრატ, უნდა ჩაიჩოჩოო.

 

ცხადია, ხაზარაძის გადადგომა-არგადადგომა საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს სულ ცალ ფეხზე ჰკიდია (მათ შორის მეც), თუნდაც საბანკო სექტორის მიმართ „პროლეტარული“ დამოკიდებულების გამო, მაგრამ „დაინახე პოზიტივის“ ფარგლებში მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ეს ფაქტი იქნება მესიჯი იმ სხვა „მსხვილი მოთამაშეების“ მიმართ, რომლებმაც დააწესეს ის კაბალური პირობები, რითაც მოსახლეობაში (ცხადია, ბროკოლიჭამიების გარდა), ნებისმიერი ბანკისა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ საშინლად ანტიპათიური და აგრესიული განწყობა შექმნეს.

 

ჰოოოდა, კიდევ რა მაინტერესებს - ილიაუნის განათლების მჭედელი რომ არის, აი ის, თანამედროვე მაკარენკოსა და ფრუ სტერგნერის (მასწავლებელი „პეპი გრძელი წინდადან“) შთამომავალი ქადაგიძე, რომელიც სანამ „საგანმანათლებლო“ გზას შეუყვებოდა, ეროვნული ბანკის უნფროსი იყო და ყველა საბანკო მაქინაცია მისი „ЧУТКОЕ РУКОВОДСТВО“-ს ქვეშ მიმდინარეობდა, მაგის საქმე რაფერ იქნება“, - წერს გია გაბრიჭიძე.

 

 

დღეს საქართველოს ეროვნული ბანკისა და თიბისი ბანკის ერთობლივი განცხადება გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ „თიბისი“ განახორციელებს სააქციო საზოგადოება „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს რესტრუქტურიზაციას იმდაგვარად, რომ ბანკის დამფუძნებელი აქციონერები არ იქნებიან წარმოდგენილი ს/ს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში. ისინი ინარჩუნებენ „TBC Bank Group PLC“ („თიბისი ბანკის“ 100%-იანი აქციონერი ლონდონში) დირექტორთა საბჭოში, თავმჯდომარისა და მოადგილის პოზიციებს. „თიბისი ბანკი“ წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და გადაიხდის ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×