logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე „თიბისი ბანკის“ საქმეზე: პროკურატურის განცხადების შემდეგ კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა
- +

28 თებერვალი. 2019. 17:06

 

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკზე“ გავრცელებულ განცხადებას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება. მისი თქმით, ამ განცხადებამ ცოტათი მაინც ახადა ფარდა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ პროცესებს.

 

„ყოვლისშემძლე „მაღალმა საჯარო ინტერესმა“ პროკურატურას „თიბისი ბანკზე“ საგანგებო განცხადება გააკეთებინა.

 

კარგია, რომ ცოტათი მაინც აიხადა ფარდა და გავიგეთ, რომ ამ ფინანსურ „გაიმასქნებაში“ ვინმე იდუმალი პ.ღ.-ს ოფშორული კომპანიაც ყოფილა ჩართული.

 

ეს იდუმალება კი ნახევარ საათში გასკდა და გავიგეთ, რომ ეს პ.ღ. „თიბისის“ ერთ-ერთი ტოპმენეჯერი პაატა ღაძაძეა.

 

მთელი ინტრიგა აქ იმაშია, რომ პროკურატურის ამ განცხადების შემდეგ კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა და იქნებ სწორედ ეს იყო ამ განცხადების მიზანიც“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

 

მთავარმა პროკურატურამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ამ ეტაპისთვის გამოძიების მიერ დადგენილი გარემოებები გააცნო. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 2012 წელს „თიბისი" ბანკმა შპს „სამგორი თრეიდი" და „სამგორი M“ საერთოდ გაათავისუფლა ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner