logo_geo
eng_logo
ბესო ჩუბინიძე: საავტორო უფლებათა დაცვის ახალი ორგანიზაციის შესახებ გავარკვიე რაღაცეები და... სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი!
- +

29 მარტი. 2019. 17:54

 

 

„1 თვეა გადაცემის მომზადება მინდა საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციისა და „РАО“-ს შორის არსებულ რეალობასთან დაკავშირებით, თემა იმდენადაა ჩემთვის საინტერესო, რამდენადაც - მთელი შეგნებული ცხოვრებაა ქართულ ხელოვნებას, ხელოვან ხალხს და მათ დაფასებას, უკეთ და ღირსეულად ყოფნას ვემსახურები“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ახლა, მე რომ ვერცერთ ანტისაოკუპაციო მოძრაობაში ინდეფერენტულს ვერ მნახავს ვერავინ, ეს - ჩვეულებრივი აქსიომაა. მე რომ თავად სიტყვა „ოკუპაციაც“ კი მეზიზღება, ეგეც არახალი - ძველია, ისიც ძალიან ჩვეულებრივი ამბავია - რუსეთში მოღვაწე ქართველ(!) მომღერლებს რომ კბილებით ვიცავ ხოლმე, როცა აქ, საქართველოში, მათ ქვეყნის მტრებად და გამყიდველებად მოიხსენიებენ და საბედნიეროდ, ჯერ(!) არ გამოჩენილა არცერთი შლანგი, რომელიც ისე, წაკვრით მაინც მეტყოდა - რატომ იცავ ქვეყნის მტრებსო...

 

შიდა „ქუხნაში“ გავარკვიე რაღაც-რაღაცეები ამ ახალ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, სადაც ხუჯიკა-ფურცელაძე და ჯემალ სეფიაშვილი არიან, და ისე არ ქუხს, როგორც ჩანს და მე მეგონა, სხვათაშორის, და შანსი არაა, უნდა გამოვტყდე - სასიამოვნოდ გაკვირვებულიც კი დავრჩი.

 

ჰოდა, რას ვამბობდი? - გადაცემის მომზადება მინდა-თქო და, რა თქმა უნდა, ისე, როგორც ყველა გადაცემის დროს, ახლაც თემის შესწავლას ვახორციელებ (ბოლომდე)... ერთ მხარესაც მოვუსმინე, მეორე მხარესაც და სათქმელი ეს მაქვს - ვერც ინტელექტუალურ ოკუპაციას გაგვიკეთებს ვინმე, ვერც მორალურს და ვერც ვერანაირს. დამიჯერეთ - მე, უბრალოდ აქსიომასა და თეორემას შორის სხვაობა მინდა დავანახო ხალხს... აქსიომა ისაა, რასაც მტკიცება არ სჭირდება და თეორემა კი ის, რასაც მტკიცება სჭირდება - ჰოდა... აქსიომაა ის, რომ ვერც რუსი, ვერც თურქი, ვერც ირანელი და ვერც მოზამბიკელი ვერ გაგვიკეთებს ვერანაირ ინტელექტუალურ ოკუპაციას, რადგან ინტელექტი მიწა არაა, რომ პუტინის ოკუპანტებივით წამოცოცდნენ და მოგვპარონ...

 

სხვათაშორის, რაც მეტ სიღრმეებში ჩავდივარ, მით მეტი კითხვები მიჩნდება საავტორო უფლებების დაცვის თემასთან დაკავშირებით და მერე მეცინება ხოლმე გულში - მე რომ 25 წლის წინ 15 აპრილი სიყვარულის დღედ მოვიგონე, დავაარსე და ა.შ. და ხალხი რომელიც მაშინ ყიყინებდა - რა საჭიროა ერთი კონკრეტული დღე სიყვარულისთვისო და კომერციულ კონცერტებს გეგმავენ და ატარებენ ხოლმე ხან დარბაზებში, ხან ღია ცის ქვეშ, ხან ბარებში, ხან კლუბებში და ხან რესტორნებში წლების განმავლობაში - რა ვქნა ახლა, საავტორო უფლებების დაცვა მოვთხოვო თუ მივიდე და ხარფუხულად მივუდგე საქმეს, ა?

 

ქართველი ხელოვანი ხალხი მიმყოფოს ღმერთმა კარგად და ჯანმრთელად, დაფასებულად და შეფასებულად 100 წელი და პირადად მე გაძლევთ პირობას, რომ - ვერანაირ ინტელექტუალურ ოკუპაციას ვერავინ გაგიკეთებთ, ისე, როგორც - ვერასოდეს მორალურ ოკუპაციას და მითუმეტეს ძალადობრივ ოკუპაციას, რომელსაც ვერასოდეს ვერ შევეგუები პირადად მე და....

 

- მე ვინ ვარ? მე საქართველოს პატრიოტი ვარ (თანაც „ურა“-ს გარეშე), აფხაზეთის ომის ვეტერანი, საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების „მეგას“ ცერემონიალის დამფუძნებელი 1999 წლიდან დღემდე, პირველი დამოუკიდებელი, ქართული ახალგაზრდული ჟურნალის (ქართული კულტურის შესახებ) „ვარსკვლავების“ გამომცემელი და რედაქტორი, პროდიუსერი, მენეჯერი, ორგანიზატორი და დღეს, სახელოვნებო ტელეკომპანია „ვარსკვლავების“ დირექტორი, ჟურნალისტი, ოპერატორი... ქართველი, ნაღდი ხელოვანების მხარდამჭერი...“ - წერს ჩუბინიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner