logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: სააკაშვილს არ დაავიწყდეს, რა ცოდვები დააკისრა თავის შთამომავლობას!
- +

5 აპრილი. 2019. 12:12

 

„რა თქმა უნდა, ამ მსოფლიო მაწანწალა, მასხარა მიშას არც ვუყურებ და არც ვუსმენ, მაგრამ სოციალურ ქსელში ამოვიკითხე, რაებიც უბოდვია ბუტაზე და სანდროზე. მინდა შევახსენო მაგ ბოროტებას, არ დაავიწყდეს, რა ცოდვები დააკისრა თავის შთამომავლობას, რაც ძალიან მწარედ მოეკითხებათ“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მეცოდებიან ისინი, თუმცა ასეა, ადამიანი ჩქარობს, თორემ უფალი - არა. მის შემოგზავნილ, ჯაშუშ ცოლს კი კიდევ ერთხელ მინდა ვკითხო, თვალებში რომ ჩახედე შენს გარეწარ ქმარს, რა დაინახე, გამოსწორებული მიშა?!

 

სამეგრელოს მინდა მივმართო: ჩემო ძვირფასებო, ეს ხომ ზვიადის შეურაცხყოფაა, რომ ვიღაც ჰოლანდიიდან ჯაშუშად მოვლენილი სანდრა, რომლის ქმარიც იძებნება, როგორ უნდა ბედავდეს და იყრიდეს მერობის კანდიდატად კენჭს? მე მჯერა თქვენი გონიერების და იმის, რომ სამეგრელო არ დაუშვებს ამგვარ შეცდომას“, - წერს ია მეტრეველი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×