logo_geo
eng_logo
როგორ არბევდნენ და ხოცავდნენ პირველი პრეზიდენტის მომხრეებს - დღემდე უცნობი კადრები გიორგი კალანდიას არქივიდან
- +

6 აპრილი. 2019. 22:31

 

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ისტორიკოსი და ჟურნალისტი გიორგი კალანდია 1992 წლის მოვლენების ამსახველ კადრებს აქვეყნებს. 10-წუთიანი მასალის აღწერაში კალანდია წერს, რომ პირველი პრეზიდენტის საიუბილეო თარიღი მხოლოდ ლამაზი კადრები და თეატრალური საღამოები არ არის. ისტორიკოსი ხაზს უსვამს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების დევნისა და ხოცვისთვის დღემდე არავინ დასჯილა.

 

„ეს იყო ყველაზე ჰეროიკული, ეპიკური და თავდადებული ბრძოლა სამშობლოსათვის, ყველაზე უსამართლო ძალასთან! ვისჯებოდით მხოლოდ იმისათვის რომ არ გვინდოდა მონობა, არ მოგვწონდა ყაჩაღები და არ ვეგუებოდით ძალადობას, გვდევნიდნენ ყველანაირად, სასტიკად და შეუბრალებლად, თუმცა ჩვენ ქუჩაში მაინც გამოვდიოდით, გამოვდიოდით შემართებით, გულანთებული, შიშველი ხელებით... ზუსტად ვიცი რომ არცერთ ქართველ პოლიტიკოსს არ შეუძლია დღეს არათუ დაუსწრებლად არამედ თუნდაც აქტიური ჩართულობით ამდენი მხარდამჭერის ქუჩაში გამოყვანა! თუმცა მათგან რამდენი დახოცეს, დაასახიჩრეს და უკანონოდ დაატყვევეს ვერ გეტყვით, რადგან მას შემდეგ 27 წელი გავიდა და არცერთ წონიან ქართველ პოლიტიკოსს, არცერთ გავლენიან ქართველ ჟურნალისტს, უფლებადამცველსა და საზოგადო მოღვაწეს თბილისის ქუჩებში გამსახურდიას მომხრეების დევნა და ხოცვა არც დაუგმია, არც გამოუძიებია და მით უფრო არ გაუსამართლებია! ჰოდა მას შემდეგ ზვავივით აგორდა ჩვენს ყოველდღიურობაში აგრესია, ანტაგონიზმი და რადიკალიზმი! უყურეთ ამ უნიკალურ ვიდეოს რომლის ბევრ კადრს პირველად ვაქვეყნებ (რაღაცა ნაწილი ინტერენეტში არის თუმცა ცუდი ხარისხით) და ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილის აღსანიშნავად კიდევ ბევრს გამოვაქვეყნებ, რადგან მგონია ეს საიუბილეო თარიღი, მარტო ლამაზი კადრები, თეატრალური საღამოები და მოგონებები არ არის, ამ ტრაგედიას შემოქმედნი ჰყავს და ბევრი მათგანი ჩვენი თანამედროვეა, მათი სახელებისა და სახეების გახსენება კი ურიგო არ იქნებოდა! დიახ ეს იყო ყველაზე ეპიკური და გმირული ბრძოლა, ბრძოლა სამშობლოსათვის, ბრძოლა იმ პრეზიდენტისათვის რომელიც ავირჩიეთ, რომელიც ძალიან გვეიმედებოდა და რომელიც უმოწყალოდ მოგვიკლეს! დღეს მისი დაბადების დღეა, დღეს ბატონი ზვიადი 80 წლის გახდებოდა! თუმცა ამ ქვეყნიდან მოხუცი არ წასულა, წავიდა ახალგაზრდა, დევნილი მაგრამ დაუმარცხებელი! წავიდა ისე როგორც ნამდვილ პრეზიდენტს ეკადრებოდა!“ - წერს გიორგი კალანდია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner