logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: „ნაცებს“ უკვე გამზადებული აქვთ სიები, თუ ვინ უნდა დაიჭირონ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში!
- +

15 აპრილი. 2019. 12:35

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღევანდელმა „კვირის აქცენტებმა“ დამარწმუნა, რომ „ნაცებს“ უკვე გამზადებული აქვთ სიები, თუ ვინ უნდა დაიჭირონ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში!!! მერე ნახეთ თქვენ ცოცხები და ხელკეტები!!! გვარამია ჭკვიანია და ფარავს რევანშის წყურვილს, დანარჩენები ვერ იკავებენ თავს და უკვე ფანტაზიებში მიდიან, თუ ვინ უნდა დაიჭირონ და ვინ აწამონ!!! არა, ამათი გამოსწორება არ იქნება!!! ტიპები სისხლზე დაგეშილი აფთრებივით არიან, სულმოუთქმელები ელოდებიან, თუ როდის შეგვყრიან ნახევარ საქართველოს გლდანის ციხის კარანტინში, როგორ დაგვიყენებენ ციხეების უფროსად გამწარებულ და ნაციხარ ბაჩო ახალაიას!!! ვერ ფარავენ ნამდვილ ზრახვებს, უნდათ, მაგრამ ჩვენი სისხლის წყურვილი იმდენად დიდია, რომ თავს ვერ იკავებენ!“ - წერს ბრეგაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×