logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი პანკისში ჰესის მშენებლობაზე: ახმეტის მუნიციპალურ ბიუჯეტში გადაირიცხება ერთ მილიონ ლარზე მეტი...
- +

22 აპრილი. 2019. 17:30

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელ Facebook-ში პანკისში ჰესის მშენებლობას შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება, რომელსაც „რეპორტიორი“ უცვლელად გთავაზობთ:

 

„რას წარმოადგენს პანკისის ხეობაში ასაშენებელი ჰესები:

 

„ხადორი-3“-ის სიმძლავრე 5,4 მგვტ-ია. მშენებლობის ხანგრძლივობა 12 თვე. დაგეგმილია აგრეთვე „სამყურაწყალი 2“ -ის ჰესის მშენებლობა. რომლის აშენებაც 30 თვე გაგრძელდება. ორივე „მწვანე პროექტია“, კაშხალის გარეშე. ჯამური ინვესტიცია 40 მილიონი აშშ დოლარზე მეტია. გამოიმუშავებენ 160 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას, რაც ძალიან დიდი კონტრიბუციაა ეკონომიკაში. ამასთან ერთად, მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, სხვა სპეციალისტებთან ერთად, დასაქმებული იქნება 100-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლეც.

 

პირობები რასაც მოსახლეობისათვის შეთავაზებული მემორანდუმი ითვალისწინებს - მოშორებით გადაინაცვლებს ელექტროგადამცემი ხაზი; მოწესრიგდება ომალო-დუმასტურის სასმელი წყლის სისტემა; ძიბახევის და ბირკიანის მოსახლეობის სარგებლობისათვის სპეციალურად შექმნილ ფონდში შეტანილი იქნება 2018 წელს დახარჯული დენის ფასის ოდენობა;  ხეობაში მცხოვრები მოსახლეობა შეუზღუდავად გამოიყენებს კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწებს; კომპანია იღებს ვალდებულებას მყისიერად მოაგვაროს წყლის მიწოდების შესაძლო პრობლემა; აშენდება სოფელ დუისის სასმელი წყლის რეზერვუარი; აშენდება ბირკიანი-ომალოს დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი; კომპანია, ყოველწლიურად, ახლადშექმნილ პანკისის ხეობის ფონდში შეიტანს 120 ათას ლარს.

 

ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად გადაირიცხება ერთ მილიონ ლარზე მეტი. კომპანია „ფერის“ პანკისის ხეობაში უკვე აქვს განხორციელებული ენერგეტიკული პროექტები, რომლებსაც ახმეტის მუნიციპალურ ბიუჯეტში მნიშვნელოვანი შემოსავალი შეაქვს და ხეობის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. კომპანიამ რამდენიმე ათეული ადგილობრივი მცხოვრები გადაამზადა, რომლებიც ამჟამად საქართველოს რეგიონებში მდებარე „ფერის“ სხვა პროექტებში არიან დასაქმებულები“, - წერს გიორგი ვოლსკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×