logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილი: როგორ მებრალებით, „რუსთავი 2“, ნიკა გვარამია და ისინი, ვინც ეს მორიგი სიბინძურე დაგეგმეთ ჩემს წინააღმდეგ!
- +

5 მაისი. 2019. 14:43

 

„ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის“ საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, „გეორგია - შენი პროექტია“-ს ავტორი ირაკლი შიხიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„როგორ მებრალებით, „რუსთავი 2“, ნიკა გვარამია და ისინი, ვინც ეს მორიგი სიბინძურე მოიფიქრეთ და დაგეგმეთ ჩემს წინააღმდეგ!

 

როგორც კი დაინახეთ, რომ ამერიკაში „გეორგიას“ პროექტის დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა (ნიუ-იორკში „გეორგიას" 200 წევრისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი დავაფუძნეთ) მივიღეთ ჩვენი ქვეყნის მეგობარი ამერიკელებისგან, მაშინვე ცოფიანი ძაღლებივით აყეფდით?!

 

ეს ხომ პირველად არ ხდება?! ეს ხომ, ამერიკაში, ჩემს ყველა ვიზიტს თან სდევს!

 

ხან ვითომ, ებრაელებს 400 მილიონი გამოვართვი და 200 მილიონის „ატკატი“ გავუკეთე!

 

მერე ვითომ, რუსულ სპეცსამსახურებს ვეტერანთა საიდუმლო სიები მივეცი!

 

მერე, პროთეზების პროგრამა კი იმიტომ დავუწყე ვეტერანებს, რომ ფული გამეკეთებინა!

 

ახლა ეს ვიღაც აზერბაიჯანელი ამოჩხრიკეთ, რომელიც არასოდეს თვალით არ მინახავს და ჩემი, ვეტერანთა დირექტორობიდან გადადგომის 3 წლის მერე, მისგან ქრთამის აღებას მაბრალებთ?! თანაც „რედისონში“?! სიხარბესთან ერთად ბრიყვიც რომ გამოვჩნდე?!

 

თქვენ ხომ კარგად იცით, რომ ამ ავადმყოფ აზერბაიჯანელზე სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული სხვადასხვა ტენდერებში ფულის მითვისების გამო!!! დღეს მალვაშია! თქვენ მაინც მიაგენით!

 

ნეტავ რას შეჰპირდით სანაცვლოდ, ეს კრეტინობა, რომ ათქმევინეთ?!

 

ნიკა გვარამიას და მისი დამკვეთის განზრახვა სხვა რამეშია! მათ არ აწყობთ „გეორგიას“ პროექტის ამოქმედება იმიტომ, რომ წელში გამართულ ხალხში, რევოლუციურ განწყობას ვეღარ გააჩენენ!

 

ასევე დაინახეს „გეორგიას“ ერთ მუშტად შეკრული მხარდამჭერები, როგორ ჩავედით გარეჯში, სადაც დავაფიქსირეთ ჩვენი მზაობა სიცოცხლის ფასადაც ვიდგეთ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე!

 

ამიტომ იპოვეთ აზერბაიჯანელი, რომ ჩემს მოქმედებებს, ხალხში ნდობა დაუკარგოთ?!

 

ეს ვერ გამოგივათ!

 

იმიტომ, რომ ყველა იმ ბრალდებას აქამდე ჩემს მიმართ აგორებულს, როგორც გაეცა სასამართლოთი, სამართლიანი პასუხი, ისე თქვენც და თქვენს დამკვეთებსაც ამ სიბინძურეზეც მოგიწევთ პასუხისგება!

 

კიდევ ერთხელ თვალნათლივ გამოჩნდა, როგორი ტვინგაღუნული, უზნეო და ანტისახელფწიფოებრი ძალის ბინძური რუპორი ხართ!

 

თქვენ მე კი არ მებრძვით (პიროვნულად მე ვერაფერს დამაკლებთ), არამედ თქვენი სამიზნე „გეორგიაა“!!! საქმე, რომელსაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა რელურად შეუძლია!!!

 

ყოველთვის, როგორც ამჩნევთ საქმეს წინსვლას, მაშინვე ცოფიანი ძაღლებივით თავს მესხმით!

 

მაგრამ გაგითავდათ და გაგიფუჭდათ „პლასტინკები“, სულ ერთი და იგივე სისულელეს „უკრავთ“ თქვე იმბეცილებო!

 

თქვენ, სულით და გონებით მახინჯი საზოგადოება ვერ გაიგებთ, რა არის სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავგასაწირად მზაობა!

 

ნიკა გვარამიავ, ორღობის „პროვოლკაცეზეც“, რომ არ გაჩხაპნილხარ, შენ ვერასდროს ვერ გაიგებ ჩემს ერთგულებას და სიყვარულს საქართველოს მიმართ, რომელის დასაცავად რამდენიმე ჭრილობა მაქვს მიღებული!

 

მე არც „ოცნების“ ფავორიტი ვარ და არც „ნაცების“! მე ჩემი ქვეყნის ჯარისკაცი ვარ მუდამ!

 

ჩემო გულიანო ქართველებო, არ იღელვოთ! ამ მაძუნგალებს სასამართლოთი ვაგებინებ პასუხს, რითაც ჩემი სიმართლე კიდევ ერთხელ დამტკიცდება!

 

რაც შეეხება „გეორგიას", ამ ბიძურების პროვოკაციების, ცილისწამებების, თავდასხმების მიუხედავად, ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ მის განხორციელებას!

 

ერთ რამეს ნაღდად ვინატრებ ჩემი თავისთვის, იმ დღეს არ მომასწროს, „რუსთავი 2“ ქებას, რომ დამიწყებს, იმიტომ, რომ ყველა მეგობარს დავკარგავ“, - წერს შიხიაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×