logo_geo
eng_logo
გიორგი გიგაური: სიწმინდეების შეურაცხყოფა უნდა ისჯებოდეს ციხით!
- +

8 მაისი. 2019. 01:55

 

„საქართველოს პარლამენტს: სიწმინდეების შეურაცხყოფა უნდა ისჯებოდეს ციხით!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გიორგი გიგაური წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„პოლონეთის ქალაქ პლოცკში, 51 წლის ქალი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ბრალდებით დააპატიმრეს! ეს პოლონეთში 2 წლამდე ციხით ისჯება!

 

ლგბტ-აქტივისტი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ქალაქში უნიკალური და უძველესი, მარიამ ღვთისმშობლის ხატის („ჩენსტოხოვის შავი მარიას“ სასწაულმოქმედი ხატი ბიზანტიური წარმომავლობისაა, რომელიც „იასნა გორას” მონასტერში ინახება და გაეროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი) გამოსახულებით შეურაცხმყოფელი პოსტერები გააკრა! პოსტერებზე ღვთისმშობელს შარავანდედი ლგბტ დროშის ფერებშია შეღებილი...

 

აი, ბატონო, პოლონეთი NATO-ს და ევროკავშირის წევრია, მაგრამ ეროვნული ფასეულობების ხელისუფლებას ფეხებსაც ვერავინ ჭამს, როდესაც საქმე ქრისტიანული ფასეულების დაცვას ეხება!

 

მოკლედ, დროა, საქართველოშიც მოვითხოვოთ მსგავსი კანონმდებლობის მიღება და შემდეგ, ვერანაირი რ2-ელი გაბუნია თუ ფუჭი აბორტის მსხვერპლი ანანია გაჩეჩილაძე ვეღარ გაბედავენ ღვთისმშობლისა და წმინდანების შეურაცხყოფას!..

 

ასე რომ, მივაწვდინოთ ხალხის ხმა პარლამენტს:

ვინც ეთანხმება, რომ სიწმინდეების შეურაცხყოფა პატიმრობით უნდა ისჯებოდეს, მოიწონეთ!“ - წერს გიგაური.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner