logo_geo
eng_logo
ქიმიური წარმოების ცნობილი გერმანული კომპანია BASF საქართველოში წარმომადგენლობას ხსნის
- +

28 სექტემბერი. 2016. 20:40



2016 წლის 28 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას შეხვედრა ქიმიური წარმოების ერთ-ერთი ლიდერი გერმანული კომპანიის BASF-ის აღმოსავლეთ ევროპის მიმართულების დირექტორთან ანდრეას ლიერსთან.


BASF-ის აღმოსავლეთ ევროპის მიმართულების დირექტორის განცხადებით კომპანიას დაგეგმილი აქვს მიმდინარე წლის ბოლომდე საქართველოში საკუთარი წარმომადგენლობა გახსნას. როგორც ანდრეას ლიერსმა აღნიშნა კომპანია რამდენიმე წელია ყურადღებით აკვირდება  საქართველოში მიმდინარე პროცესებს, განსაკუთრებით თვალში საცემია ბოლო დროინდელი პროგრესი, ქვეყანაში არსებული ღია და ლიბერალური ბიზნეს გარემო,  მდგრადობა რეგიონულ ეკონომიკურ სირთულეებთან მიმართებაში და გლობალური პრობლემების მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკური ზრდა. მისი განმარტებით აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით BASF-ის  ხელმძღვანელობამ საჭიროდ მიიჩნია გახსნას წარმომადგენლობა თბილისში, რაც შესაძლებლობას მისცემს კომპანიას უკეთ განსაზღვროს მისი საქმიანობის და საინვესტიციო სფეროები, ასევე გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს გააჩნია საგარეო სავაჭრო რეჟიმების კუთხით.


ქართული მხარე მიესალმა გერმანული კომპანიის დაინტერესებას საქართველოთი  და მათ შემდგომ საქმიანობაში დახმარება აღუთქვა. შეხვედრაზე სტუმრებს ასევე მიეწოდათ  ინფორმაცია საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმების და სამომავლო გეგმების, არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს, რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის, ინვესტორების ხელშეწყობის კუთხით არსებული მექანიზმებისა და ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიცირების პროცესთან დაკავშირებით.


 

right_banner
არქივი
right_banner