logo_geo
eng_logo
რომან კაკულია: საქართველო არ უნდა იყოს გლობალიზაციის ლაბორატორია, განსაკუთრებით ეკონომიკურ საკითხებში
- +

23 ოქტომბერი. 2017. 13:23



პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების" ორგანიზებით, კორეის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ორგანიზებული შეხვედრა-სემინარის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველო არ უნდა იყოს გლობალიზაციის ლაბორატორია, განსაკუთრებით ეკონომიკურ საკითხებში.


„მე მგონი, არავისთვის არის უცხო ის, რომ განვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც ჩვენ ვიმყოფებით და განვითარების იმ ეკონომიკური მოდელის შემთხვევაში, რომელიც ჩვენ გვაქვს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არ უნდა იყოს გლობალიზაციის ლაბორატორია, განსაკუთრებით ეკონომიკურ საკითხებში. ჩვენ უნდა ავიღოთ ყველა ქვეყნის სიკეთე, რაც უდავოდ აქვს ამ პროცესს, მაგრამ ყველა ის ნეგატიური ზეგავლენა, რომელიც ამავე პროცესის განმავლობაში გამოიკვეთა სხვადასხვა ქვეყნებთან მიმართებაში, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ამიტომ დღევანდელი შეხვედრა, კორეის განვითარების მაგალითი, ასევე სხვა ქვეყნების მაგალითები, არის სწორედ ის, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ჩვენი სამომავლო ხედვა, განსაკუთრებით ეკონომიკური განვითარების კუთხით", - განაცხადა რომან კაკულიამ.

 



 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner