logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: გადაწყვეტილება მივიღეთ, დავაკორექტიროთ თბილისის ბიუჯეტი დამატებით 30 მლნ ლარით
- +

16 მაისი. 2018. 14:47

 

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობამ მას დამატებით 30 მილიონიანი ტრანში გამოუყო.

 

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს ბიუჯეტის შესრულების კარგი შედეგები ერთი მხრივ და მეორე მხრივ, თბილისის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს კაპიტალური პროექტების საკმაოდ ეფექტური ათვისება, მივიღეთ გადაწყვეტილება წელსვე დავაკორექტიროთ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამატებით 30 მილიონი ლარით. ეს ნიშნავს ამავე დროს იმას, რომ თბილისის მუნიციპალიტეტს ექნება საშუალება დაიწყოს სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების პროექტირება. ეს ნიშნავს ასევე იმას, რომ მომავალ წლებში ჩვენ გამოვათავისუფლებთ თანხებს, რომელიც უნდა მოხმარებულიყო გზების რეაბილიტაციას და მივმართავთ მას სპორტული ობიექტების რეაბილიტაციაზე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

ფინანსთა მინისტრი განმარტავს, რომ გამოყოფილი თანხით საწყის ეტაპზე მოხდება სპორტული ობიექტების პროექტირება, რათა შემდეგ უკვე მათ მშენებლობას ჩაეყაროს საფუძველი.

 

„ახალი პროექტები იქნება ისეთი სპორტული ობიექტების მშენებლობა, რომელიც მოგვცემს საშუალებას საქართველოში მასობრივად წავახალისოთ სპორტი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ ქართველ მშობლებს ჰქონდეთ საშუალება თავიანთი შვილები მიიყვანონ სხვადასხვა სპორტულ წრეებზე. ეს პროექტები მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტს არ ეხება, თუმცა ჩვენ დღეს გამოვყავით თანხა, რომელიც მხოლოდ თბილისში განსახორციელებელ პროექტებს მოხმარდება. ჩვენ გვაქვს ასევე საშუალება, გაზრდილი დაფინანსება, რომელიც გვექნება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან, მისი დიდი ნაწილი მოვახმაროთ ამ პროექტს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ და ხაზი გაუსვა იმას, რომ მსოფლიო ბანკში საქართველოსთან მიმართებაში უახლოეს ერთ თვეში მიიღებენ გადაწყვეტილებას და მთავრობას აქვს მოლოდინი, რომ ქვეყნის პორტფელი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც მსოფლიო ბანკში შემავალი ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით დამატებითი ფინანსური რესურსის მიღებას ნიშნავს.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×