logo_geo
eng_logo
ირაკლი ასლანიშვილი: დღეს ბიზნესის თავისუფლების ხარისხი არის მაღალი
- +

3 ოქტომბერი. 2018. 16:18

 

 

საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ასლანიშვილი ამბობს, რომ მათი წევრი კომპანიების მიმართ  მთავრობის მხრიდან ჩარევა/ზეწოლის პრეცედენტებს ადგილი არ აქვს.

 

„ბიზნესგარემოს კუთხით ჩვენ რამდენჯერმე ჩავატარეთ კვლევა და შეიძლება ითქვას, რომ ამ კვლევის შედეგები მეტყველებს,  რომ  ბიზნესის თავისუფლების ხარისხი არის ძალიან მაღალი“, - განაცხადა მედიასთან ირაკლი ასლანიშვილმა.

 

2009 წელს დაფუძნებული ბიზნეს- ასოციაცია დღეს საქართველოს 70-მდე წამყვან კომპანიას აერთიანებს. შეიძლება ითქვას, ასოციაციაში საქართველოს ეკონომიკის 70%-ის კონტრიბუტორი კომპანიებია გაერთიანებული.

 

ბიზნეს-ასოციაციის წევრები დღეს პრემიერ-მინისტრს ხვდებიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×