logo_geo
eng_logo
ნინო ზამბახიძე: Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს წარმატება გამოწვეულია საგადასახადო რეფორმით
- +

1 ნოემბერი. 2018. 12:14

 

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ზამბახიძე მსოფლიო ბანკის ავტორიტეტული რეიტინგს გამოეხმაურა.

 

„ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ის რომ საქართველო, მსოფლიო ბანკის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით და მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის ბიზნესის სიმარტივის კუთხით (doing business ) მე-6 ადგილი დაიკავა. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ბიზნესის კეთება არის მარტივი. საქართველოს რეიტინგის გაუმჯობესება გატარებულმა რეფორმებმა გამოიწვია,“ - განაცხადა ზამბახიძემ.

 

მისი შეფასებით, ეს გამოწვეულია საგადასახადო რეფორმით და „ერთი ფანჯრის პრინციპით“, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის რეგისტრაციას ამარტივებს.

 

„აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიო ბანკის ანგარიშს და რეიტინგს დიდი ყურადღება ენიჭება, რადგანაც მრავალ კომპონენტს შეიცავს, ყველა დაინტერესებული ინვესტორი, რომელიც აპირებს ქვეყანაში შემოსვლას, სწორედ ასეთ ანგარიშებს და რეიტინგებს ითვალისწინებს. ამდენად, სწორედ ზემოაღნიშნულია ქვეყნის მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატის შექმნის, მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვის და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობა“, - განაცხადა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტმა ნინო ზამბახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×