logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: შს მინისტრმა ინტერვიუში რეალობაზე შეულამაზებლად ისაუბრა
- +

12 ივლისი. 2019. 16:52

 

„შს მინისტრმა ინტერვიუში რეალობაზე შეულამაზებლად ისაუბრა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ინტერვიუსთან დაკავშირებული ზოგიერთი შეფასება არ არის ადეკვატური.

 

„შს მინისტრის განმარტებები ვერ იქნება ერთ ემოციურ სიბრტყეში ვთქვათ, იგივე ჟურნალისტის ან თუნდაც პოლიტიკოსის, რომელიც გულწრფელად თუ არაგულწრფელად შეტევაზეა გადმოსული. პრაქტიკულად, სახელმწიფო ინსტიტუტების დემორალიზაციაზე იყო საუბარი, პოლიციის დისკრედიტაცია ხდებოდა, არა ცალკეული პოლიციელის, არამედ სახელმწიფო სტრუქტურის. ეს ფაქტი ჩვენს თვალწინ ვითარდებოდა და ამ ვითარებაში რასაკვირველია გადაცდომებიც შეიძლებოდა დაშვებული ყოფილიყო. თუმცა ეს არ არის პოლიტიკური ხელმძღვანელობის დონეზე ასატანი, ვთქვათ იგივე, როგორც იყო 2011 წლის 26 მაისს, სადაც განზრახ აწამეს, დახოცეს და გადაიღეს კიდევაც.

 

შს მინისტრმა რეალობაზე ისაუბრა შეულამაზებლად. რეალობაში რაც მოხდა, რისკენაც მიდიოდა სიტუაცია და ამ ვითარებაში რა შედეგი შეიძლებოდა მიგვეღო“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

მისივე თქმით, ადის თუ არა პასუხისმგებლობა პოლიტიკურ დონეზე, ეს იყო მთავარი შეკითხვა, რაზეც საზოგადოებამ მიიღო სრული ინფორმაცია.

 

„ვერ დავინახე, რომ გახარიასაც ​რამე დაემალა, რეალური სურათი აღწერა და ამ რეალურ სურათში რასაკვირველია, სერიოზული დაშავებაც არ იყო გამორიცხული. როგორც არ უნდა შეალამაზო თემა, ვერანაირად ვერ გადარჩება ადამიანი, რომელმაც უკვე მიიღო დაზიანება, მაგრამ შელამაზება რომ დაიწყო, ესეც არ არის სწორი. მოცემულობა ასეთი იყო. პარიზში უფრო საშინელი სურათი გვქონდა, მაგრამ სახელმწიფოს დამოკიდებულება, თვითონ სისტემურობა არის ასევე ის საკითხი, რაზეც ყურადღება უნდა მიაქციოს საზოგადოებამ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner