logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: შთამბეჭდავია სამუშაოები, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წარმოადგინა
- +

13 აგვისტო. 2019. 13:33

 

„წარმოდგენილია კომპლექსური შედეგები. გარდა იმისა, რომ ქვეყანას აქვს ახალი ინფრასტრუქტურა, გზები, ხიდები, ხდება თანამედროვე პროექტების და თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება, ჩვენ ვხედავთ, რომ 200-ზე მეტი ახალი კომპანია არის შექმნილი და 9 ათასზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული ამ პროექტებში. ეს ბუნებრივია ჩვენი ქვეყნის და თითოეული ოჯახის ეკონომიკაზე დადებითად აისახება“, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საავტომობილო გზების დეპარტამენტის  6 თვის ანგარიშის წარდგენის დასრულების შემდეგ გააკეთა.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში და ინფორმაცია 2019 წლის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, საზოგადოებას, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ წარუდგინეს. 

 

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, პარლამენტისა და მინისტრთა კაბინეტის  წევრები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner