logo_geo
eng_logo
ანდერს ფოგ რასმუსენი: გთავაზობთ, გავიდეთ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხის გარშემო შექმნილი ჩიხიდან
- +

11 სექტემბერი. 2019. 13:03

 

 

„გთავაზობთ, გავიდეთ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხის გარშემო შექმნილი ჩიხიდან“, – ამის შესახებ NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი სოციალურ ქსელში წერს.

 

„საქართველოს შეუძლია, განიხილოს NATO-ში გაწევრიანება არალეგალურად ოკუპირებული ტერიტორიების მეხუთე მუხლით დაფარვის გარეშე. ეს აჩვენებს რუსეთს, რომ გაყინული კონფლიქტების შექმნა სამუდამოდ ვერ გაყინავს საქართველოს მომავალს“, – წერს NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

 

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკ-კეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში  გაიმართა, გუშინ NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებს თუ არა  ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე იმავე კითხვას უნდა უპასუხონ NATO-შიც. ამასთან, მისი თქმით, პირველი ნაბიჯი ამ საკითხზე მსჯელობისთვის საქართველოში უნდა გადაიდგას და შემდეგ უნდა წავიდეს NATO-ში.

 

„ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ და თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება, რომ აღნიშნული მუხლი მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner